PMCG-ის კვლევების მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა.
კვლევის მიხედვით, მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3%-ით არის გაზრდილი.
„2024 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 14.9%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებულია.
ამავე პერიოდში, იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, ხელფასის მიმღებთა 27% შეადგინა, რაც წლიურად 5.6%-ით ზრდაზე მიანიშნებს.
მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, ხელფასის მიმღებთა 2.4%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, – აღნიშნულია კვლევაში.