საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი Kazbegi Residence-ის პრემიუმ კლასის საცხოვრებელიკომპლექსის მომავალი მობინადრე გახდა.
კომპანიაX2 Development-მა ყველასთვის საყვარელ ფეხბურთელს, გიორგი მამარდაშვილს საბურთალოზე, Kazbegi Residence-ს საცხოვრებელ კომპლექსში ბინა აჩუქა.
Kazbegi Residence პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია საბურთალოზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მოსახერხებელი ადგილმდებარეობით. Kazbegi Residence-ის პროექტში, ყველაფერია მაცხოვრებლების კომფორტისათვის: რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, 2 დონიანი ავტოსადგომი ელ. დამტენებით, კომერციული და საოფისე ფართები, საერთო სამუშაო სივრცე, 24-საათიანი დაცვა და კონსიერჟის მომსახურება.
კომპანია X2 Development ფეხბურთის აქტიური ქომაგი და მხარდამჭერია. კომპანია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას და წამახალისებელ საქმიანობას.