დღის სიახლეებიმომსახურების სფეროსაინტერესო სიახლეებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

McDonald’s — სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში

0
გაზიარება

მსოფლიოს უმსხვილესი საწარმოების უმრავლესობის მსგავსად, „მაკდონალდსის“ ისტორიაც ერთი შეხედვით მარტივად დაიწყო. დღეს კი „მაკდონალდსი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მარტო, წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ფასტ–ფუდ (FAST-FOOD) რესტორნების ქსელს, რომელიც ყოველდღიურად 68 მილიონ მომხმარებელს ემსახურება მსოფლიოს 119 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1940 წელს, კალიფორნიაში, ქალაქ სან–ბერნარდინოში, ამერეკილემა ძმებმა – რიჩარდ და მორის მაკდონალდებმა გახსნეს ტიპიური ამერიკული ბარბექიუ რსტორანი, რომელიც მძღოლების მომსახურებაზე იყო გათვლილი. ძმები ამით არ დაკმაყოფილდნენ და 1948 წელს “მაკდონალდსს” რეორგანიზაცია ჩაუტარეს. მათი მიზანი იყო დაეხვეწათ სწრაფი მომსახურების სერვისი. ასეთი მომსახურება აშშ–ში უკვე ორი ათეული წელი იყო არსებობდა და მას „თეთრი სასახლე“ ერქვა. ძმებ მაკდონალდებს სურდათ ტიპიური „უღიმღამო“ ჰამბურგერებისათვის რაღაც ახალი დაემატებინათ. მათ შეცვალეს მომსახურების სტილი და გადავიდნენ დახლთან თვითმომსახურებაზე. გადააკეთეს სამზარეულო, სადაც მთელი მოწყობილობა გაკეთდა უჟანგავი ფოლადისაგან. შენობა მოაპირკეთეს თეთრ–წითელი ფილებით, დახრილი სახურავითა და გვერდებზე ოქროსფერი თაღებით, რომლებიც „მაკდონალდსის“ სიმბოლოდ იქცა.

პირველი ფასტ-ფუდ რესტორანი აშშ-ში

გარდა ამისა, მათ ჰამბურგერებზე მკვეთრად შეამცირეს ისედაც დაბალი ფასი. იმ პერიოდში „მაკდონალდსის“ ჰამბურგერები მხოლოდ 15 ცენტი ღირდა. გარდა ჰამბურგერისა, ასევე გამოუშვეს 8 სახეობის საკვები: ჰამბურგერი, ჩიზბურგერი, უალკოჰოლო სასმელები, რძე, ყავა, კარტოფილის ჩიფსები და ნამცხვარი. ამ ყველაფერმა ამერიკის შერთებულ შტატებში იმთავითვე დიდი წარმატება მოუტანა „მაკდონალდსს“ და სწრაფი კვების ისტორიაში ნამდვილი გადატეხა მოახდინა.

1955 წელს „მაკდონალდსი“ 9 რესტორანს ითვლიდა, ხოლო 1965 წელს რესტორნების რიცხვმა აშშ–ს მასშტაბით 700–ს მიაღწია. 1958 წელს “მაკდონალდსმა” ას მემილიონე ჰამბურგერი გაყიდა. 1962 წელს „მაკდონალდსმა“ კოლორადოში პირველი დასაჯდომ ადგილიანი რესტორანი გახსნა.
1966 წელს „მაკდონალდსმა“ წარმოადგინა გამოგონილი პერსონაჟი – რონალდ მაკდონალდი, კლოუნი, რომელთანაც დღესაც დიდი სიამოვნებით იღებენ ბავშვები ფოტოებს.

1978 წელს „მაკდონალდსის“ მე–5000 რესტორანი იაპონიაში გაიხსნა.1981 წელს რესტორნები გაიხსნა ესპანეთში, დანიაში და ფილიპინებში.
1983 წლის ბოლოს უკვე 7778 „მაკდონალდსის“ რესტორანი ფუნქციონირებდა მსოფლიოს 32 ქვეყანაში.

1990 წელს „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი გაიხსნა მოსკოვში, სადაც პირველივე დღეს 30 000–მდე მომხმარებელმა მოიყარა თავი. (შეგახსენებთ, იმ დროს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და მოგეხსენებათ კომუნისტები ყველაფერ ამერიკულისადმი მთლად კეთილგანწყობილები არ იყვნენ).
1992 წელს პოლონეთის დედაქალქში – ვარშავაში „მაკდონალდსის“ გაყიდვებმა ყველა დღიური გაყიდვების რეკორდი მოხსნა.

ბიგ-მაკი

1996 წელს „მაკდონალდსმა“ შექმნა თავისი პირველი ვებ–გვერდი.
1999 წლის 5 თებერვალს, ქალაქ თბილისში 7000 – ზე მეტი
ადამიანი დადგა რიგში საქართველოში “მაკდონალდსის” პირველ რესტორანში შესასვლელად.
2008 წლისათვის კორპორაციის ქსელში დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 400 000 ადამიანი, ხოლო მოგებამ 23, 5 მილიარდი აშშ დოლარი.

ფრენჩ-ფრი

2009 წელს კორპორაციის კაპიტალი შეადგენდა 64, 2 მილიარდ აშშდოლარს. ამჟამად კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი მმართველია ჯეიმს სკინერი, ხოლო პრეზიდენტი – დონ ტომპსონი.
2009 წელს ივნისისათვის, „McDonald’s“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ მსოფლიოს 118 ქვეყანაში ფუნქციონირებდა 32 060 რესტორანი, რომელთაგან 14 000 აშშ-ში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ „მაკდონალდსის“ რესტორნების ასორტიმენტი, ზომები და პორციის შემადგენლობა ყველა ქვეყანაში განსხვავებულია.

რესტორნების ასორტიმენტში შედის ჰამბურგერები (მათ შორის „ბიგ მაკი“), სენდვიჩი, კარტოფილი ფრი, დესერტები, სხვადასხვა სასმელი

და ა.შ. ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად გერმანიის „მაკდონალდსის“ რესტორნებში იყიდება ლუდიც.

McDonald's Wants You to 'Hack' Your Order with a 'Surf + Turf'  Cheeseburgers and 'Land, Air, & Sea' Big Mac | Food & Wine

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!