სხვაRSS კატეგორია

თუ ახალ გასართობ ადგილს ეძებთ, რატის ბარმა ონლაინ სივრციდან რეალურში გადმოინაცვლა

0
გაზიარება

ბლოგერმა რატი მანდარიამ, რომელსაც მისივე პროექტის, „Rati’s Bar“-ით ვიცნობთ, YouTube-დან რეალურ სივრცეში, თბილისში, ათონელის 9 ნომერში გადმოინაცვლა. რეალური ბარის გახსნის შესახებ, ცნობილი ოფიციალური გვერდიდან 5 აპრილს გახდა. „მეგობრებო, ძალიან მაგარი სიახლეები გვაქვს თქვენთვის. გადავწყვიტეთ, რომ გადავიდეთ ახალ საფეხურზე და გავხსნათ საკუთარი რეალური ბარი. გპირდებით, შეგიქმნით თავისუფალ სივრცეს, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ მეგობრებთან ერთად და გაერთოთ“. – ნათქვამია „Rati’s Bar“-ის გვერდზე.

გახსნის დაანონსებასთან ერთად, ბარმა ვაკანსიების შესახებაც გააკეთა კომენტარი და, ამასთანავე, დაინტერესებულ კომპანიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ახალი გასართობი სივრცე 16 აპრილს გაიხსნა. ამ დღის პირველი სტუმრები ქართველი ინფლუენსერები და ტიკ-ტოკერები იყვნენ. „Rati’s Bar“-ში მისულ სტუმარს აქვს შესაძლებლობა, დალიოს როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბარის საფირმო კოქტეილები, მაგალითად, ბომბდამშენი, აპოკალიფსის, 4 მხედარი და ა.შ. აღსანიშნავია, ასევე, რომ დაწესებულებას ასაკობრივი კონტროლი აქვს, დაიშვებიან 21 წელს მიღწეული პირები.

გახსნას წინ უძღოდა ბლოგერ რატი მანდარიას დიდი სურვილი, გადასულიყო სრულიად ახალ ეტაპზე, მოეპოვებინა დაფინანსება და ეთქვა ახალი სიტყვა, როგორც ონლაინ სივრცეში, ისე – გასართობ ინდუსტრიაში. ამისათვის რატის ხანგრძლივი შრომა მოუწია. YouTube-ზე გამოჩენისთანავე, მისი პროექტი მალევე გახდა წარმატებული. მის არხზე შესულ მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა და დღემდეც აქვს, იხილოს შემეცნებითი ვიდეოები ბარის სფეროში, სახალისო თამაშები სხვადასხვა ცნობილი სტუმრის მონაწილეობით, ასევე, კოქტეილების დამზადებისა და დაგემოვნების რგოლები. დღეისათვის, „Rati’s Bar“-ის YouTube არხს 160 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

თუ არ იცით, სად გაატაროთ კარგი დრო მეგობრებთან ერთად ან ეძებთ ახალ დასალევ სივრცეს, ყოველდღე, 20:00 საათიდან 06:00 საათამდე, ამისათვის საუკეთესო და კომფორტული ადგილი „რატის ბარია“.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!