სტარტაპებიRSS კატეგორიასპორტიტექნოლოგიებიფიტნესი

ვარჯიში ნებისმიერ სივრცეში, სადაც ტელეფონი გაქვს – ქართული ფიტნეს აპლიკაცია Liffit

0
გაზიარება

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ინფექცია გავრცელდა და მის შესაკავებლად სახელმწიფოების ხელისუფლებებმა მკაცრი საკარანტინო რეჟიმების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს, ყველა სერვისი, რომელიც აქამდე დასწრებითი ფორმატით იყო წარმოდგენილი, დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდა. გამონაკლისი არც სპორტულ-გამაჯანსაღებელი სფერო აღმოჩნდა, რომელმაც გამოწვევებს შედარებით მარტივად უპასუხა და ტექნოლოგიურ სივრცეში გადანაცვლება არ გაუჭირდა. სახლის პირობებში ვარჯიშის პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგა და მიუხედავად საკარანტინო რეჟიმის გაუქმების, დახურული სივრცეებიდან მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში პირბადის ტარების აუცილებლობის გარდა, სხვა შეზღუდვების მოხსნისა, დისტანციურ სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ამ ფონზე შეიქმნა პირველი ქართულენოვანი საერთაშორისო ფიტნეს აპლიკაცია – Liffit.

ქართული სტარტაპის აპლიკაცია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, იზრუნოს საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე სახლიდან გაუსვლელად ან ნებისმიერ დასასვენებელ სივრცეში, სადაც ის იმყოფება. Liffit მოიცავს ინდივიდუალურ სავარჯიშო პროგრამებს, რომლებიც მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და განისაზღვრება ალგორითმის შესაბამისად. მათზე ქართველმა და უცხოელმა ტრენერებმა იმუშავეს, ისევე როგორც თავად აპლიკაციის დეველოპმენტზე.

Liffit-ის ჩაშვებიდან მალევე, აპლიკაცია ქართულ ბაზარზე პოპულარული გახდა და 10 000-მდე გადმოწერა დააგროვა, თუმცა კომპანიამ საქართველოს საზღვრებიც გადაკვეთა და გლობალურ სისტემაშიც აქტიურად დაინერგა. დღევანდელი მონაცემებით, სტარტაპი აკმაყოფილებს ყველა დაწესებულ საერთაშორისო სტანდარტს, აქვს ენების ცვლის ფუნქცია, მარტივი ინტერფეისი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლისთვის ვარჯიში უფრო სასიამოვნო და კომფორტული ხდება. ამასთანავე, აპლიკაცია იძლევა შესაძლებლობას, მომხმარებელმა დაიმეგობროს სხვა „ლიფფიტერები“, შეიტყოს თავისი დღიური პროგრესის შესახებ. Liffit თავსებადია სმარტ საათებთან და სხვა მსგავს გაჯეტებთან, უმეტესწილად კი ფიტნესთან დაკავშირებულ აქსესუარებთან.

აპლიკაციათა მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი მარკეტის რეიტინგში Liffit საკმაოდ დიდ პოპულარობას იკავებს. გადმოწერების რაოდენობით, App Store-ში მან მეორე, ხოლო Play Store-ში – მესამე ადგილი დაიკავა.

ქართულ სტარტაპს მომხმარებლებისთვის ამჟამად საზაფხულო აქცია აქვს. 3 თვიანი, 140 ლარიანი პერსონალური პროგრამის შეძენა, 1 თვიანის ფასად, თვეში მხოლოდ 20 ლარადაა შესაძლებელი. ფასდაკლების გამოსაყენებლად, სპეციალური პრომო კოდის მითითებაა აუცილებელი. გარდა ამისა, ვარჯიშის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება ბრენდის Facebook გვერდითაა შესაძლებელი.

ყველა ადამიანისათვის ვარჯიში მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისათვის, მათთვისაც, ვისაც დეპრესია აწუხებს. ამ პრობლემების „მხსნელად“ სწორედ ქართული აპლიკაცია Liffit-ია, რომელსაც მოძრაობაში უნდა აჰყვე.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  24 მაისს Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

12 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6573 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა ევრო - 2.9068 ლარი აშშ დოლარი -…

მოიპოვე გერმანული უნივერსიტეტის დიპლომი საქართველოში – შტაინბაისის სამაგისტრო პროგრამა ალტერბრიჯში

პროგრამის აღწერა: ალტერბრიჯში იწყება მიღება საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე: “The Master of Arts In General Management”. პროგრამის უმთავრესი მიზანია, სტუდენტებმა (ამ შემთხვევაში თქვენ მიერ შერჩეულმა თანამშრომლებმა)…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!