მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ინფექცია გავრცელდა და მის შესაკავებლად სახელმწიფოების ხელისუფლებებმა მკაცრი საკარანტინო რეჟიმების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს, ყველა სერვისი, რომელიც აქამდე დასწრებითი ფორმატით იყო წარმოდგენილი, დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდა. გამონაკლისი არც სპორტულ-გამაჯანსაღებელი სფერო აღმოჩნდა, რომელმაც გამოწვევებს შედარებით მარტივად უპასუხა და ტექნოლოგიურ სივრცეში გადანაცვლება არ გაუჭირდა. სახლის პირობებში ვარჯიშის პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგა და მიუხედავად საკარანტინო რეჟიმის გაუქმების, დახურული სივრცეებიდან მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში პირბადის ტარების აუცილებლობის გარდა, სხვა შეზღუდვების მოხსნისა, დისტანციურ სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ამ ფონზე შეიქმნა პირველი ქართულენოვანი საერთაშორისო ფიტნეს აპლიკაცია – Liffit.
ქართული სტარტაპის აპლიკაცია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, იზრუნოს საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე სახლიდან გაუსვლელად ან ნებისმიერ დასასვენებელ სივრცეში, სადაც ის იმყოფება. Liffit მოიცავს ინდივიდუალურ სავარჯიშო პროგრამებს, რომლებიც მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და განისაზღვრება ალგორითმის შესაბამისად. მათზე ქართველმა და უცხოელმა ტრენერებმა იმუშავეს, ისევე როგორც თავად აპლიკაციის დეველოპმენტზე.
Liffit-ის ჩაშვებიდან მალევე, აპლიკაცია ქართულ ბაზარზე პოპულარული გახდა და 10 000-მდე გადმოწერა დააგროვა, თუმცა კომპანიამ საქართველოს საზღვრებიც გადაკვეთა და გლობალურ სისტემაშიც აქტიურად დაინერგა. დღევანდელი მონაცემებით, სტარტაპი აკმაყოფილებს ყველა დაწესებულ საერთაშორისო სტანდარტს, აქვს ენების ცვლის ფუნქცია, მარტივი ინტერფეისი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლისთვის ვარჯიში უფრო სასიამოვნო და კომფორტული ხდება. ამასთანავე, აპლიკაცია იძლევა შესაძლებლობას, მომხმარებელმა დაიმეგობროს სხვა „ლიფფიტერები“, შეიტყოს თავისი დღიური პროგრესის შესახებ. Liffit თავსებადია სმარტ საათებთან და სხვა მსგავს გაჯეტებთან, უმეტესწილად კი ფიტნესთან დაკავშირებულ აქსესუარებთან.
აპლიკაციათა მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი მარკეტის რეიტინგში Liffit საკმაოდ დიდ პოპულარობას იკავებს. გადმოწერების რაოდენობით, App Store-ში მან მეორე, ხოლო Play Store-ში – მესამე ადგილი დაიკავა.
ქართულ სტარტაპს მომხმარებლებისთვის ამჟამად საზაფხულო აქცია აქვს. 3 თვიანი, 140 ლარიანი პერსონალური პროგრამის შეძენა, 1 თვიანის ფასად, თვეში მხოლოდ 20 ლარადაა შესაძლებელი. ფასდაკლების გამოსაყენებლად, სპეციალური პრომო კოდის მითითებაა აუცილებელი. გარდა ამისა, ვარჯიშის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება ბრენდის Facebook გვერდითაა შესაძლებელი.
ყველა ადამიანისათვის ვარჯიში მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისათვის, მათთვისაც, ვისაც დეპრესია აწუხებს. ამ პრობლემების „მხსნელად“ სწორედ ქართული აპლიკაცია Liffit-ია, რომელსაც მოძრაობაში უნდა აჰყვე.
- მთავარი
- ტექნოლოგიები
- ვარჯიში ნებისმიერ სივრცეში, სადაც ტელეფონი გაქვს – ქართული ფიტნეს აპლიკაცია Liffit
ვარჯიში ნებისმიერ სივრცეში, სადაც ტელეფონი გაქვს – ქართული ფიტნეს აპლიკაცია Liffit
მსგავსი სიახლეები
Prime Fit – მომსახურების უნიკალური სერვისი და პროფესიონალი გუნდი თქვენს სამსახურში
2022 წელს, თბილისში მაღალი ხარისხის ფიტნეს სივრცის განვითარების მიზნით Prime Fit შეიქმნა,სადაც პრიორიტეტს კლიენტებისთვის ვარჯიშის უნიკალური გამოცდილების უზრუნველყოფა და განუმეორებელი კლუბური ატმოსფეროს შექმნა წარმოადგენს.…
Cafe-Bar Georgia Gold
Georgia Gold კვლავ მზად არის გიმასპინძლოთ მისი ელეგანტური ინტერიერით და საუცხოო კერძებით... დაგეგმე შენი დღე Georgia Gold _თან ერთად! იყავი გამორჩეული საკონტაქტო ინფორმაცია: +995 511 22 22 16 ქ. გორი, სტალინის 26ა SGBA - …
რესტორანი “გაგრა” • Restaurant “Gagra”
თქვენი ბედნიერი დღეები - ჩვენთან ერთად "გაგრაში"! დაგეგმეთ ივენთები, ქორწილები და დაბადების დღეები რესტორან გაგრაში საკონტაქტო ინფორმაცია: +995 599 06 69 19 ქ. თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების…
Georgia Gold
აუზი - Georgia Gold Georgia Gold - ადგილი სადაც შენი კომფორტი უმთავრესი ინტერესია! ჯორჯია გოლდი ზრუნავს ჯანსაღ ცხოვრებაზე და სპორტის განვითარებაზე! საკონტაქტო ინფორმაცია: +995 511 22 22 16 ქ. გორი, სტალინის 26ა SGBA -…
Fitness Plaza
თუ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ ვარჯიშის დაწყება, ეს თქვენი შანსია! საკონტაქტო ინფორმაცია: +995 571 742 900 თბილისი, ორთაჭალა, გორგასალის-4ა SGBA - Fitness Plaza წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი კომპანია …