საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიზოგადი განათლებამეღვინეობასიახლეებიქართული წარმოება

5 ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინო

0
გაზიარება

1. უსახელოური

ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინო დღეს უსახელოურია. ბიო სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში მისი ფასი შიდა ბაზარზე 850 ლარამდეც კი ადის. თუმცა, 2012 წლის უსახელოური უკვე 3000 ლარი ღირს უცხოურ ბაზარზე და თანაც ეს ყველაფერი იმ პირობებში, როცა ღვინის საერთაშორისო ექსპერტები უსახელოურს კარგად ვერც კი იცნობენ. ეს ღვინო პრაქტიკულად სრულად თავისით იკაფავს გზას, რაც ძალიან დიდი იშვიათობაა.

არადა, უსახელოური პრაქტიკულად თითქმის გადაშენებული იყო საბჭოთა კავშირში. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გძულდეს ქვეყანა, ერი და ვაზი, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური და გასაოცარი ჯიში გადაშენებამდე მიიყვანო.

მაგრამ საბედნიეროდ უსახელოური გადარჩა და როცა მსოფლიო კარგად გაიცნობს, ის სამყაროს ნამდვილი სენსაცია გახდება.

2. ქისი

ეს ჯიშიც ანალოგიურად მიივიწყეს საბჭოთა კავშირში და უსახელოურის მსგავსად თითქმის გადაშენდა. მაგრამ ბოლო წლებია, მაღრანის და კახეთის ნამდვილი სიამაყე გახლავთ. მისი ფასი სხვადასხვა წლების მიხედვით 60-70 ლარამდეა, თუმცა ამ თეთრი ღვინის ისტორია მხოლოდ ახლა იწყება და მისი ღირებულებაც დროთა განმავლობაში აუცილებლად გაიზრდება.

3. ხვანჭკარა

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ვაზები, საიდანაც ეს უგემრიელესი ღვინო მიიღება, რაჭაში ყველგან ხარობს, ხვანჭკარა იმდენად პოპულარული ღვინოა, რომ მოთხოვნის შესაბამისად მისი ერთი ბოთლის ფასი ხშირად 60 ლარსაც კი აღწევს. ის ხვანჭკარის მიკროზონაში მზადდება და მისი სახელწოდება ჯიშს კი არა, მიკროზონის დასახელებას აღნიშნავს.

4. ტვიში

ამ უნიკალური ღვინის მომავალიც უდავოდ გამორჩეული იქნება და მისი ფასიც გაიზრდება. ის ლეჩხუმში, მევენახეობის სპეციფიკურ ზონა “ტვიშში” მოყვანილი ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. გამოირჩევა ნახევრად ტკბილი გემოთი და უნიკალური ჯიშური არომატებით.

5. ქინძმარაული

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უხვად საქართველოში სწორედ ის იწარმოება, ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ ღვინოებშიც შედის. მისი ფასი საშუალოდ 20-25 ლარია. ის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებაა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გახარებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. ეს არის უმაღლესი დონის წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო, რომელსაც მოიისფრო-ბროწეულისფერი შეფერილობა, ჰარმონიული, სრული, დახვეწილი და ხავერდოვანი გემო და ხილის სასიამოვნო ტონები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!