დღის სიახლეებიRSS კატეგორიაფინანსები

რუსული ნავთობისთვის ევროკავშირის ემბარგოს მოლოდინის პარალელურად, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასები იზრდება

0
გაზიარება

ევროკომისიის მიერ წარდგენილ ინიციატივას რუსული ნავთობის იმპორტისა და შესყიდვის სრულად აკრძალვის შესახებ საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. ბოლო 24 საათში, ბარელი WTI Crude-ის ღირებულება თითქმის 6%-ით, 108.5 დოლარამდე გაიზარდა; Brent-ის ფასმა კი 111 დოლარამდე მოიმატა.

კომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, იმპორტის სრულად აკრძალვა არ იქნება მარტივი, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები მაინც აუცილებლად უნდა გადაიდგას.

აღსანიშნავია, რომ სანქციების რიგით მეექვსე პაკეტის დამტკიცებას წევრი სახელმწიფოების მიერ ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება, თუმცა უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მხარს არ უჭერენ იმპორტის მყისიერ აკრძალვას, რადგან მათი ენერგოსისტემა პრაქტიკულად სრულადაა დამოკიდებული რუსეთზე.

ექსპერტების შეფასებით, სანქციების მეექვსე პაკეტის დამტკიცებისა და რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შემთხვევაში, ევროკავშირი პოტენციურად მწვავე ენერგეტიკული დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას გამოიწვევს.

ცნობისათვის, რუსეთის ფედერაცია ნედლი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, მისი ბაზრიდან გამოთიშვა კი მიწოდების ალტერნატიულ წყაროებზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. ნავთობის მიწოდების საკითხში ყველაზე დიდი მნიშვნელობა OPEC-ის გადაწყვეტილებას ენიჭება, რომელიც უახლოეს მომავალში ნედლი ნავთობის მიწოდების დაგეგმილზე მეტად გაზრდას არ აპირებს, რაც კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ფასებზე ზეწოლას.

უახლოეს მომავალში ბაზრის დამბალანსებელ ფაქტორად ექსპერტები ჩინეთს მიიჩნევენ, სადაც COVID-19-ის გავრცელება და ე.წ. ლოკდაუნების დაწესება საგრძნობლად ამცირებს მობილობას და, შესაბამისად, მოთხოვნას საწვავზე. ამასთანავე, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ჩინეთში ინფიცირების შემთხვევების კლება და ეკონომიკური აქტივობის აღდგენა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ენერგეტიკულ ბაზარზე არსებულ აღმასვლის ტენდენციას.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდას, ბუნებრივია, გავლენა ექნება ქართულ ბაზარზეც, სადაც ბენზინის ტიპის საწვავის ფასი ისედაც 4 ლარიან ნიშნულამდეა, ხოლო დიზელის – 4 ლარიანს გადასცდა.

მსგავსი სიახლეები

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!