სტარტაპებიდღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

„ბალიში“ – სტარტაპი, რომელიც მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს

0
გაზიარება

„ბალიში“ ანა გიგანისა და მისი ოჯახის იდეით შექმნილი სტარტაპია, რომლის პირველი ამოცანაც მომხმარებლის კომფორტსა და დასვენებაზე ზრუნვაა.

საიდან გაჩნდა „ბალიშის“ შექმნის იდეა და რა პროცესი განვლო სტარტაპმა დასაწყისიდან დღემდე? ამ თემებზე ანი გიგანი გვესაუბრა:

„ერთ დღეს სახლში ძალიან დაღლილი მოვედი. სურვილი მქონდა, სადმე უბრალოდ ჩავძირულიყავი და დამესვენა. უცებ ოჯახის წევრებმა დიდი ბალიში წარმოვიდგინეთ, რასაც შემდეგ მასზე სერიოზულად ფიქრი მოჰყვა და გადავწყვიტეთ, განსაკუთრებული ბალიში დაგვემზადებინა. შექმნის მომენტში ძალიან ბედნიერები ვიყავით, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, ნათლად ჩანს, რა შეცდომებიც დავუშვით მაშინ.“

– რა პრობლემას წყვეტს თქვენი პროდუქტი?

პირველ რიგში, ჩვენ ვქმნით კომფორტს – ჩვენი ბალიშით მიღებული პირველი ემოცია ღრუბლებში ჩაძირვას ჰგავს. დღევანდელ რეალობაში გვიჭირს მოკლე დროში ხარისხიანად დასვენება, ბალიში კი საუკეთესო საშუალებაა სტრესისგან გასათავისუფლებლად.

– როგორი იყო „ბალიშის“ პირველი ნაბიჯები?

ცოტა სასაცილო და ამავდროულად, ტრაგიკულიც კი მეჩვენება პირველი ნაბიჯების გახსენება, თუმცა ძალიან მიყვარს ყველა მომენტი, რომელიც „ბალიშის“ შექმნას ეხება. პირველ რიგში, პროდუქტის დატესტვის პროცესში არც თუ ისე სახარბიელო ნაჭრებით ვკერავდით, თუმცა ეს კიდევ არაფერი იყო შიგთავსის მომზადებასთან შედარებით. ვყიდულობდით ახალ ღრუბელს და ხელით ვჭრიდით, ეს პროცესი კი მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც საკმაოდ რუტინული იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს მომხმარებელს, რომელთა გარეშეც არაფერი გამოგვივიდოდა.

– რა სირთულეები გხვდებოდათ სტარტაპის განვითარებასთან ერთად?

სირთულეები იყო სხვადასხვანაირი, როგორც წარმოების კუთხით, ისე – მიწოდების მიმართულებითაც. ჩვენი დიდი ბალიშის გაბარიტებიდან გამომდინარე, საკურიეროები ბოდიშის მოხდით, მალევე წყვეტნენ ჩვენთან თანამშრომლობას; თანაც, ჩვენც ვერ ვახერხებდით შესაბამისად შეფუთვას. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე უკვე გვყავს სანდო კომპანიები და ეს პრობლემებიც აღმოფხვრილია. დღეს კი ჩვენი მთავარი გამოწვევა ბაზრის დაკმაყოფილებაა – მოთხოვნა არის, თუმცა, მას ვერ ვუმკლავდებით.

– რა ეტაპზე სტარტაპი ამჟამად?

ბალიში ამ ეტაპზე სტაბილურად მუშაობს, ბედნიერად მიფუმფულებს სხვადასხვა სახლსა და ოფისში. გვყავს გულშემატკივრების არმია და ჩვენც მათთან ერთად ვზრდით და ვხვეწავთ პროდუქტს.

– Shark Tank-მდე თუ აგიღიათ დაფინანსება?

შარქ თენქამდე მონაწილეობა არსად მიგვიღია – შესაბამისად, არც დაფინანსება აგვიღია. ასე რომ, ჩვენი პირველივე ცდა წარმატებული აღმოჩნდა..

– რატომ Shark Tank?

ბიზნეს სიახლეებს მუდმივად თვალს ვადევნებ. გადაცემის რამდენიმე ვიდეოს მოვკარი თვალი ტიკ-ტოკზე, დამაინტერესა და ბოლომდე ჩავუჯექი. შემდეგ უკვე სახლში, ოჯახის წევრებს გავანდე ჩემი იდეა მონაწილეობის შესახებ და, რა თქმა უნდა, ყველა დამთანხმდა. ასე მოვაგორეთ ბალიში შარქებთან..

– როგორი მოლოდინები გქონდათ?

ჩვენ ძალიან გვიყვარს ბალიში და სხვის ემოციებსაც ყოველთვის ვაკვირდებით; ვიცით და ვხვდებით, რომ ჩვენი პროდუქტი პირველივე ნახვისას ყველას უყვარდება; თუმცა, მოლოდინები მაინც არ შეგვიქმნია – „რაც იქნება, იქნებას“ იდეით გამოვედით. ვფიქრობდით, იქნებ ერთ-ერთი შარკი მაინც წამოგვეყვანა, მაგრამ სტუდიაში შესულმა მათი სახეები რომ დავინახე, მივხვდი, საქმე კარგად წავიდოდა.. ჯერ მომზადებული ტექსტი დამავიწყდა, მაგრამ რაც ვთქვი, ფაქტია, გაამართლა – ოთხივე შარკი გამოგვყვა! დღესაც ვერ ვიაზრებთ, რომ ეს რეალობაა..

– რის გაკეთებას აპირებთ აღებული ინვესტიციით?

აღებული ინვესტიციით, პირველ რიგში, რჩევებს მივიღებთ, როგორ გავამყაროთ და გავზარდოთ ბალიში. თანხა კი სრულად მოხმარდება ტექნიკის შეძენასა და მარაგების შექმნას.

– და ბოლოს, ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

გვინდა, ბალიში იყოს ყველგან და ყველასთან, ვისაც კომფორტი სჭირდება. დიდი გეგმები გვაქვს – პირველ რიგში, საქართველოს ბაზარს ავითვისებთ, შემდეგ კი ექსპორტზე გატანაზეც ვიზრუნებთ. ეს დროის საკითხია, რა თქმა უნდა..

შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ – Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!