2 და 3 ივნისს თბილისში ენერგეტიკული კონფერენცია “The Renewable Georgia 2022” გაიმართება.
ღონისძიება, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და დარგში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან, ბრიტანული კომპანია “The Voice of Renewables“-ის ორგანიზებით ჩატარდება.
კონფერენციის მიზანს საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ორდღიანი ღონისძიება ითვალისწინებს 8 საპანელო დისკუსიას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საიხლეები განახლებადი ენერგიის განვითარების პოლიტიკაში; შესაძლებლობები და გამოწვევები ჰიდროენერგიის, მზისა და ქარის ენერგიის განვითარებაში; განახლებადი ენერგიის ინტეგრირება ელექტროენერგეტიკულ ქსელში; გარემოსდაცვითი მართვა და სოციალური საკითხები ჰიდროელექტროსადგურების დაგეგმვის, მშენებლობისა და ოპერირების დროს; ინვესტორებისთვის მდგრადი ბიზნეს-შესაძლებლობების შექმნა განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებისთვის და სხვა.