ფინანსებიRSS კატეგორიადღის სიახლეები

თბილისში ენერგეტიკული კონფერენცია RENEWABLE GEORGIA 2022 გაიმართება

0
გაზიარება

2 და 3 ივნისს თბილისში ენერგეტიკული კონფერენცია “The Renewable Georgia 2022” გაიმართება.

ღონისძიება, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და დარგში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან, ბრიტანული კომპანია “The Voice of Renewables“-ის ორგანიზებით ჩატარდება.

კონფერენციის მიზანს საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ორდღიანი ღონისძიება ითვალისწინებს 8 საპანელო დისკუსიას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საიხლეები განახლებადი ენერგიის განვითარების პოლიტიკაში; შესაძლებლობები და გამოწვევები ჰიდროენერგიის, მზისა და ქარის ენერგიის განვითარებაში; განახლებადი ენერგიის ინტეგრირება ელექტროენერგეტიკულ ქსელში; გარემოსდაცვითი მართვა და სოციალური საკითხები ჰიდროელექტროსადგურების დაგეგმვის, მშენებლობისა და ოპერირების დროს; ინვესტორებისთვის მდგრადი ბიზნეს-შესაძლებლობების შექმნა განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებისთვის და სხვა.

მსგავსი სიახლეები

Tourist card – ინოვაციური პროდუქტი კომპანიების სანდოობითა და შეთავაზებების მრავალფეროვნებით

Tourist card -  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციასციის ახალი პროდუქტია, რომელიც სანდო კომპანიებითა და შეთავაზებებით, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის შეიქმნა. ბარათში ჩაშენებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც…

დაგროვებითი პენსიის სახით 10,7 მლნ ლარამდეა გაცემული

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის, სხვადასხვა კატეგორიის 3 781 პირმა ისარგებლა. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. „2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია. წმინდა…

ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო…

1 კილოგრამი ჟოლოს ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს

წელს ჟოლოს სეზონი მაღალი ფასებით დაიწყო, 1 კილოგრამის ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს, ადგილობრივ მწარმოებლებთან კი ღირებულება 15-20 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ფერმერების მხოლოდ ნაწილმა დაიწყო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!