სტარტაპებიRSS კატეგორიააქსესუარები

“საპო” – ნატურალური ხელნაკეთი საპნები, სათავგადასავლო წიგნებით

0
გაზიარება

„საპო“ არის ნატურალური ხელნაკეთი საპონი.

ამ ეტაპზე იწარმოება სამი ხაზი:

1. ბავშებისთვის – ცხოველის ფორმის საპონი, რომელსაც მოჰყვება ამ ცხოველის თავგადასავალი. მოთხრობას აკლია ბოლო გვერდი, რომელიც დამალულია საპონში. ბავშვებს უჩნდებათ ხელების დაბანის მოტივაცია, რათა გაიგონ ამბის დასასრული;

No photo description available.

2. თბილისში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფორმის საპნები – ამ ხაზის სიმბოლური სახელია „ხელებიც დამიბანია“. თითოეულ საპონს მოჰყვება შენობის ისტორია; 3. საპნები ქართულ ხალხურ გამოცანებზე – შეფუთვის ილუსტრაცია მიანიშნებს პასუხზე, რომელიც დამალულია საპონში. კონკურენტებისგან განსხვავებით, საპნები აერთიანებს ორ კომპონენტს – საინტერესო-შემეცნებითს და სასარგებლოს.

„საპოს“ მიღწევა 2020 წელს იყო პროდუქციის გაზრდა 10 სახეობით და რამდენიმე საინტერესო სიუჟეტი საქართველოს წამყვან ტელეარხებზე. წარმოება დაიწყო 2 წლის წინ, ერთი სახის საპნით. ამ ეტაპზე იწარმოება 16 სხვადასხვა საპონი, რომელიც იყიდება თბილისის და გორის მაღაზიებში, ასევე, რამდენიმე ონლაინ-მაღაზიაში. ცნობადობის და ნდობის ამაღლებაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საპოს გამარჯვებამ საერთაშორისო კონკურსში ’’BIG IDEA CHALLENGE’’. მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება საწარმოს მოდერნიზაცია, პროდუქციის რაოდენობის და გაყიდვების გაზრდა, ევროკავშირის და აშშ-ის ბაზარზე შესვლა.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!