სტარტაპებიRSS კატეგორიააქსესუარები

“საპო” – ნატურალური ხელნაკეთი საპნები, სათავგადასავლო წიგნებით

0
გაზიარება

„საპო“ არის ნატურალური ხელნაკეთი საპონი.

ამ ეტაპზე იწარმოება სამი ხაზი:

1. ბავშებისთვის – ცხოველის ფორმის საპონი, რომელსაც მოჰყვება ამ ცხოველის თავგადასავალი. მოთხრობას აკლია ბოლო გვერდი, რომელიც დამალულია საპონში. ბავშვებს უჩნდებათ ხელების დაბანის მოტივაცია, რათა გაიგონ ამბის დასასრული;

No photo description available.

2. თბილისში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფორმის საპნები – ამ ხაზის სიმბოლური სახელია „ხელებიც დამიბანია“. თითოეულ საპონს მოჰყვება შენობის ისტორია; 3. საპნები ქართულ ხალხურ გამოცანებზე – შეფუთვის ილუსტრაცია მიანიშნებს პასუხზე, რომელიც დამალულია საპონში. კონკურენტებისგან განსხვავებით, საპნები აერთიანებს ორ კომპონენტს – საინტერესო-შემეცნებითს და სასარგებლოს.

„საპოს“ მიღწევა 2020 წელს იყო პროდუქციის გაზრდა 10 სახეობით და რამდენიმე საინტერესო სიუჟეტი საქართველოს წამყვან ტელეარხებზე. წარმოება დაიწყო 2 წლის წინ, ერთი სახის საპნით. ამ ეტაპზე იწარმოება 16 სხვადასხვა საპონი, რომელიც იყიდება თბილისის და გორის მაღაზიებში, ასევე, რამდენიმე ონლაინ-მაღაზიაში. ცნობადობის და ნდობის ამაღლებაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საპოს გამარჯვებამ საერთაშორისო კონკურსში ’’BIG IDEA CHALLENGE’’. მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება საწარმოს მოდერნიზაცია, პროდუქციის რაოდენობის და გაყიდვების გაზრდა, ევროკავშირის და აშშ-ის ბაზარზე შესვლა.

მსგავსი სიახლეები

რუსთავის მერია ქალაქისთვის 5 მლნ ლარის ლიფტებს შეიძენს

„დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენს ქალაქში არის ლიფტები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რაზეც ძალისხმევა უნდა მივმართოთ.წელს მოძველებული ლიფტების ჩანაცვლების პროექტისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული“,- აცხადებს…

ევროპაში გაზის ფასი 450 დოლარამდე დაეცა

ევროპის საფონდო ბირჯებზე გაზის ფასი ათას კუბურ მეტრზე 450 დოლარამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის ივლისის შემდეგ. დღის განმავლობაში კი ბუნებრივი აირის ფასმა ჯამში 6% იკლო. აპრილის ფიუჩერსების ღირებულება კი…

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მილანის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიაში, მილანში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში BIT 2023 მიიღო მონაწილეობა, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 7 ტურისტულ კომპანიასთან ერთად იყო წარდგენილი. „გამოფენაში…

„Villawoodtsemi“- სრული ჰარმონია ბუნებასთან

„Villawoodtsemi“- ადგილი, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს სიმშვიდის, ჰარმონიის, კომფორტისა და სილამაზის სრულ ნაზავს წარმოადგენს. ბავშვობის ნოსტალგიიდან შექმნილი გარემო, დღეს უკვე უამრავი ადამიანის საყვარელს ადგილს…

7 თებერვალს არენა 1-ში ვორტექსის ფიტნეს დარბაზი გაიხსნება

7 თებერვალს, უნივერსიტეტის ქუჩაზე, არენა 1-ს მესამე და მეოთხე სართულზე ვორტექსის ფიტნეს დარბაზი იხსნება.  თანამედროვე, მულტიფუნქციური და საუკეთესო ხარისხის ინვენტარით აღჭურვილი დარბაზი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!