ეკონომიკაRSS კატეგორიაფინანსები

პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაოთხმაგდა

0
გაზიარება

საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა.

დოკუმენტი 2022 წლის პირველ კვარტალში არსებულ ვითარებას ასახავს. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 568 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 4.3-ჯერ მეტია. უფრო მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა სტატისტიკის აღრიცხვის დაწყებიდან რეკორდულად დიდია.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ესპანეთიდან შემოვიდა, რამაც $196 მილიონი დოლარი შეადგინა. ესპანეთის პირველ ადგილზე გასვლა სავარაუდოდ, კომპანია Aqualia-ს მიერ GWP-ის შესყიდვა იყო.

წამყვან ინვესტორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, რაც სავარაუდოდ განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს სამი უმსხვილესი საფინანსო ჰოლდინგი იურიდიულად სწორედ ბრიტანულ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია „თიბისიზე“, „საქართველოს ბანკსა“ და „საქართველოს კაპიტალზე“.

568-მილიონიან FDI-ს შორის $318 მილიონი დოლარი არსებული კომპანიების რეინვესტიციებს წარმოადგენდა. ეს ინვესტიციების 56%-ია.

2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკა/წყალმომარაგების სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი – 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი).

მშენებლობის სფეროში 19.3 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციები, ტურიზმში (სასტუმროები და რესტორნები) კი 12 მილიონი დოლარის ინვესტიციები ჩაიდო.

May be an image of 2 people and text

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!