მცენარეული ზეთების ადგილობრივმა მწარმოებელმა „ხახაბომ“ ეთერზეთების გამოყენებით თავის მოვლის საშუალებების წარმოება დაიწყო.
კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი კვესელავა BM.GE-სთან ამბობს, რომ სახის ზეთის წარმოება მათ 1 თვის წინ, გარუჯვისთვის განკუთვნილი შიმერისა და ტანის სკრაბის წარმოება კი 1 კვირის წინ დაიწყეს, უახლოეს მომავალში თმის და წვერისთვის განკუთვნილი ზეთის წარმოებას დაიწყებენ.
თავის მოვლის საშუალებების წარმოებისთვის „ხახაბოს“ დამფუძნებელმა შეფუთვებისა და ეტიკეტებისთვის 1 000 ლარამდე ინვესტიცია ჩადო და ყოველთვიურად თითოეული პროდუქტის 1 000 ერთეულამდე წარმოება შეუძლია. დღეს სახის ზეთის ღირებულება 25 ლარია, შიმერის და სკრაბის კი – 55 ლარი.