ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია National Geographic Travel magazine-ის ჟურნალისტს ჯოზეფ რიჩარდ იოგერტს მასპინძლობს.
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა მსოფლიოს 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალურ გზამკვლევს ამზადებს, სადაც თბილისისა და საქართველოს ტურისტული ადგილები იქნება შეყვანილი. ამ მიზნით გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოს დედაქალაქი დაათვალიერა, გადაიღო თბილისის ტურისტული ადგილები. ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი უფლისციხეში გაემგზავრა, სადაც კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება, კლდეში ნაკვეთი ქალაქი დაათვალიერა.
„თბილისი არის ევროპული ქალაქი, სხვადასხვა პერიოდის ძალიან ლამაზი არქიტექტურით, მათ შორის თანამედროვე სტილის. ძალიან მომეწონა ქართული კერძები, განსაკუთრებით ხინკალი. თბილისის შემდეგ პირველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც დავათვალიერე უფლისციხეა. ეს ადგილი უფრო პატარა მეგონა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ესა გამოქვაბულების ქალაქი, სადაც როგორც საცხოვრებელი, ასევე სალოცავები იყო მოწყობილი. ყველას გავუწევ რეკომენდაციას, ჩამოვიდნენ საქართველოში და ეწვიონ ამ ადგილებს“, – აცხადებს National Geographic-ის ჟურნალისტი ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი.
National Geographic Travel magazine-ის ჟურნალისტი სტეფანწმინდას ესტუმრება, დაათვალიერებს გერგეტის სამებას, გაემგზავრება კახეთში, სადაც ღვინის მარნებს მონახულებს.