ტურიზმი, დასვენება და გართობა
ტურიზმი, დასვენება და გართობაRSS კატეგორიამოგზაურობასაზოგადოება

საქართველო National Geographic Travel magazine-ის ტურისტულ გზამკვლევში

0
გაზიარება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია National Geographic Travel magazine-ის ჟურნალისტს ჯოზეფ რიჩარდ იოგერტს მასპინძლობს.

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა მსოფლიოს 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალურ გზამკვლევს ამზადებს, სადაც თბილისისა და საქართველოს ტურისტული ადგილები იქნება შეყვანილი. ამ მიზნით გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოს დედაქალაქი დაათვალიერა, გადაიღო თბილისის ტურისტული ადგილები. ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი უფლისციხეში გაემგზავრა, სადაც კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება, კლდეში ნაკვეთი ქალაქი დაათვალიერა.

„თბილისი არის ევროპული ქალაქი, სხვადასხვა პერიოდის ძალიან ლამაზი არქიტექტურით, მათ შორის თანამედროვე სტილის. ძალიან მომეწონა ქართული კერძები, განსაკუთრებით ხინკალი. თბილისის შემდეგ პირველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც დავათვალიერე უფლისციხეა. ეს ადგილი უფრო პატარა მეგონა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ესა გამოქვაბულების ქალაქი, სადაც როგორც საცხოვრებელი, ასევე სალოცავები იყო მოწყობილი. ყველას გავუწევ რეკომენდაციას, ჩამოვიდნენ საქართველოში და ეწვიონ ამ ადგილებს“, – აცხადებს National Geographic-ის ჟურნალისტი ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი.

National Geographic Travel magazine-ის ჟურნალისტი სტეფანწმინდას ესტუმრება, დაათვალიერებს გერგეტის სამებას, გაემგზავრება კახეთში, სადაც ღვინის მარნებს მონახულებს.

მსგავსი სიახლეები

ინოვაციური შეთავაზება ტურისტებისთვის – Tourist card Georgia

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ (SGBA) წარმოადგინა ახალი პროექტი - Tourist card georgia (ტურისტული ფასდაკლების ბარათი, არა მარტო ფასდაკლება), რომელიც შექმნილია ტურისტებისთვის და უცხოელი მოქალაქეებისთვის.  პროექტი…

Four Seasons Tours

დაგეგმე დაუვიწყარი მოგზაურობა Four Seasons Tours-სთან ერთად საკონტაქტო ინფორმაცია:  +995 591 05 15 17  თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71  SGBA - Four Seasons Tours წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი კომპანია  …

Hotel Georgia Gold

სასტუმროში სტუმრობისას დაგხვდებათ: კომპორტზე მორგებული სხვადასხვა კატეგორიის ნომრები დახურული საცურაო აუზი ლაუნჯი მრავალფეროვანი კერძებით, დესერტებითა და სასმელებით გამაჯანსაღებელი სერვისები საკონტაქტო ინფორმაცია:  +995 511…

Art Life Studio – საუკეთესო ადგილი თქვენი შვილების განვითარებისათვის!

Art Life Stuio - ში თქვენი შვილები ქართულ ხალხურ სიმღერებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას პროფესიონალი გუნდის მეშვეობით შეისწავლიან მისამართი : ქ. რუსთავი, მეგობრობის ქუჩა 9 (ფოსტის შენობა მესამე სართული) საკონტაქტო…

გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლას მხოლოდ 25 წლის ასაკიდან, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები შეძლებენ

გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლას მხოლოდ 25 წლის ასაკიდან, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები შეძლებენ შესაძლოა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს აღნიშნული ჩანაწარი,  თუმცა ამ ეტაპზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!