მოგზაურობატურიზმი, დასვენება და გართობა

პორტუგალიური მედია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს აქვეყნებს

0
გაზიარება

პორტუგალიის სამოგზაურო გამოცემები Opcaoturismo და viagens.sapo საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას ვრცელ სტატიებს უძღვნიან. მედიის წარმომადგენლებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურეს. პორტუგალიელმა ჟურნალისტებმა სტატიებითა და Instagram პოსტებით მკითხველებსა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, დაცული ტერიტორიები და ქართული სამზარეულო გააცნეს.

„საქართველოში ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში. ვფიქრობ პორტუგალიელი ტურისტებისთვის ეს სლოგანი ყველაზე შესაფერისი იქნება. საქართველო გამორჩეულია ხალხით, ლანდშაფტით, ბუნებით. ძალიან ბევრი მსგავსებაა პორტუგალიასთან, ტრადიციებით და ღირებულებებით“,- წერს Opcaoturismo-ს ჟურნალისტი, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა.

პრეს-ტურის 5 მონაწილე თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს და ქვიშხეთს ეწვია. ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა ბაღდათი და საირმე მოინახულეს, დაათვალიერეს ვანი, მარტვილი, სოფელი გორდი. ეწვივნენ პრომეთეს მღვიმესა და წყალტუბოს.
“იმერეთსა და სამეგრელოში ორი ხეობაა, რომლის სილამაზეც სუნთქვის შემკვრელია. ოკაცეს და მარტვილის კანიონები ბუნების ძეგლებია. აქ მოხვედრა ლაშქრობით არის შესაძლებელი. რომ დატკბეთ ხედებით ორივე კანიონს დიდი ხნით უნდა ეწვიოთ“,- ასე აღწერს Viagens.sapo-ს ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობას.

მსგავსი სიახლეები

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

ჯომარდობა ბორჯომში – იჯომარდე და დაიმუხტე ემოციებით სერტიფიცირებულ ინსტრუქტორებთან ერთად

ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით 7 კილომეტრში სოფელი ლარები მდებარეობს, გზის მარჯვენა მხარეს კი „ჯომარდობა ბორჯომში“ ბანაკია განთავსებული, რომლის აღმნიშვნელი ბანერი განსაკუთრებით ექსტრემის მოყვარულებს შეუმჩნეველი ვერ…

ფერედაის ინნ – ქედის მთებში ჩაფლული კოტეჯები, თვალწარმტაცი ბუნება, ცისა და მიწის ჰარმონიული კომბინაცია

მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის ს. გეგელიძეებში 2021 წლიდან ტურისტული განთავსების ობიექტი ,,ფერედაის ინნ" შეიქმნა, რომელიც სასტუმროს ტიპის გლემფინგს წარმოადგენს, რაც გულისხმობს კომფორტულ დაბანაკებას ბუნებასთან…

ტური კვადროციკლებით – უსაფრთხოება, ექსტრემალური გარემო და ისტორიული ადგილების მონახულება თბილისთან ახლოს

ადრენალინის სიყვარულით დაწყებული ბიზნესი ექსტრემალურ გარემოს და ისტორიული ადგილების მონახულებას აერთიანებს. „ტური კვადროციკლებით“ გთავაზობთ: ექსტრემალური ტურები და კვადროთი გასეირნება კოჯორში; კვადროთი გასეირნება უძოს…

რა არის Tourist Card Georgia ?

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA) ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ  Tourist Card Georgia- ს, რომელიც საქართველოში ტურისტებისთვის ყველა შესაძლო ინტერესს ერთ სივრცეში აერთიანებს. Tourist Card Georgia…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!