დასვენება და გართობადღის სიახლეებიპარტნირებისიახლეებიტურიზმი, დასვენება და გართობა

ტური კვადროციკლებით – უსაფრთხოება, ექსტრემალური გარემო და ისტორიული ადგილების მონახულება თბილისთან ახლოს

0
გაზიარება

ადრენალინის სიყვარულით დაწყებული ბიზნესი ექსტრემალურ გარემოს და ისტორიული ადგილების მონახულებას აერთიანებს.

„ტური კვადროციკლებით“ გთავაზობთ:

  • ექსტრემალური ტურები და კვადროთი
  • გასეირნება კოჯორში;
  • კვადროთი გასეირნება უძოს მონასტერში (4 კილომეტრი)
  • კვადროთი გასეირნება ქოროღლის ციხეზე (5 კილომეტრი)
  • ტური ქოროღლის ციხიდან გუდელისის მონასტრამდე (8 კილომეტრი)
  • ტური ქოროღლის ტყიდან კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე (11კილომეტრი)
  • კვადროთი დათვალიერება კოჯორში არსებული მონასტრების (ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათი- საათ ნახევრი)

თავდაპირველად, როგორც მომხმარებელი ხშირი სტუმარი ვიყავი მსგავსი აქტივობების სხვდასხვა ადგილებში: გუდაური, ბაკურიანი, ყაზბეგი და სხვა მსგავსი ადგილების. იმდენად დიდ ემოციებსა და ადრენალინს ვიღებდი თითოეული სტუმრობისას, რომ ამ შეგრძნებების გაზიარების სურვილი გამიჩნდა. გამომდინარე იქედან, რომ თბილისი არ გამოირჩევა მსგავსი აქტივობებით, გადავწყვიტე თბილისიდან 20 წუთის სავალზე უსაფრთხო და ექსტრემალური სერვისი შემექმნა, როგორც დიდებისთვის ასევე პატარებისთვის. 

 2 წლის განმავლობაში მე და ჩემი გუნდი განვიხილავდით ყველა შესაძლო დეტალს, პირველ რიგში ჩვენი მთავარი მიზანი იყო უსაფრთხოება და ხარისხიანი სერვისი. მაქსიმალური სიფრთხილით ვაკეთებდით ყველაფერს, შესაბამისად შევქმენით ისეთი მომსახურეობა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება და რაც მთავარია უსაფრთხოდ. ბიზნესის წარმატება შეუძლებელია კარგი გუნდის წევრების გარეშე, ჩემი გუნდი  დაკომპლექტებულია საუკეთესო და გამოცდილი ინსტრუქტორებისგან, სწორედ მათი დახმარებით შევძელი შემექმნა უსაფრთხო, კომფორტული, მრავალფეროვანი და ხარისხიანი სერვისი. მომხმარებლებს ვაძლევთ ყველანაირ გარანტიას იმისა, რომ სრულიად გამართულ და მოწესრიგებულ კვადროციკლეტზე სხდებიან, რომლებიც ყოველ კვირა გადიან სპეციალურ შემოწმებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ხარისხი და ხარისხი! არ ვაპირებთ გაჩერებას გვინდა მეტი და მეტი შევთავაზოთ ექსტრემის მოყვარულებს. ვაპირებთ ახალი კვადროციკლეტების დამატებას და ტურებთან ერთად, სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავთ კვებას, თითოეული დეტალი იქნება მორგებული მომხმარებელზე “- ლუკა ქოროღლიშვილი, „ტური კვადროციკლებით“  დამფუძნებელი

„ტური კვადროციკლებით“ ექსტრემალურ გარემოსთან ერთად, გთავაზობთ სხვადასხვა ისტორიულ ადგილების მონახულებას და რაც მთავარია ეს ყველაფერი თბილისიდან 20 წუთის მანძილზეა შესაძლებელი – განსაკუთრებული გარემო, სუფთა ჰაერი და ისტორიული ადგილები.

შეიქმენი ემოციები, შეიგრძენი ექსტრემი და მოინახულე ისტორიული ძეგლები უსაფრთხოების სრული გარანტით!

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!