რამდენიმე კვირაში, ქეთევან წამებულის გამზირზე, მსოფლიოში ცნობილი “გოლდენ ტულიპის” ბრენდის ქვეშ, ახალი სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ ეს დედაქალაში “გოლდენ ტულიპის” პირველი სასტუმროა.
„გოლდენ ტულიპ დიზაინ თბილისში” “ბლოკ ჯგუფმა” დაახლოებით 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. სასტუმრო 80 ნომერს გააერთიანებს და სტუმრებს უმაღლესი ხარისხის სარესტორნე მომსახურებას შესთავაზებს.
როგორც „ბლოკ ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა თორნიკე ჯანაშვილმა გადაცემა “Forbes კვირასთან” განაცხადა, სასტუმროს კონცეფცია თანამედროვესთან ერთად, საქართველოზე და ქართულ ისტორიასა და კულტურაზეა მორგებული.
“ბლოკ ჯგუფი” მომავალ წელს 30 წლის გახდება. კომპანია, რომელიც ჰოლდინგის სტრუქტურით არის წარმოდგენილი, 40 ზე მეტ, მათ შორის, ჯანდაცვის, მშენებლობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ბიზნეს მიმართულებას მოიცავს.