აუზიაჭარადღის სიახლეებიმოგზაურობაპარტნირებისაინტერესო სიახლეები

Paradise Inn • ფერედაის ინნ წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

0
გაზიარება

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia – ის მომხმარებლებისთვის, “Paradise Inn • ფერედაის ინნ”  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის მფლობელებს გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ სპეციალურად თქვენზე შეთავაზებული ფასდაკლებებით.

2021 წლიდან მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის ს. გეგელიძეებში არსებობს ტურისტული განთავსების ობიექტი სახელად ,,ფერედაის ინნ”.

“Paradise Inn • ფერედაის ინნ” არის სასტუმროს ტიპის გლემფინგი, რომელიც გულისხმობს კომფორტულ დაბანაკებას ბუნებასთან ახლოს. გლემფინგი შედგება ორი სფეროს ფორმის კარავისგან, თითოეულ კარავში განთავსებულია: საძინებელი, მინი სამზარეულო ( აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და ტექნიკით), სააბაზანო, სახლის კინოთეატრი, ინტერნეტი, კონდინციონერი, აივანი.

ამ ყველაფერთან ერთად იდეალურ კომბინაციას ქმნის გარე აუზიც, საიდანაც იშლება მაღალმთიანი აჭარის პანორამული ხედები.

სოფლიდან 20კმ-ში მდებარეობს ტურისტებისთვის ცნობილი მახუნცეთის ჩანჩქერი, სადაც ტურისტებს შეუძლიათ გაერთოს ისეთი აქტივობებით, როგორიცაა: ზიპლაინი, რაფტინგი და სხვ.. აქვეა ისტორიული თამარის ხიდი, XI-XII სს მიწის ხიდი ს. საღორეთში და სხვა ბევრი ისტორიული ადგილი.

მსგავსი სიახლეები

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!