ქართული ღვინოში ყველაზე მაღალ ფასს აშშ-ში იხდიან. ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2021 წელს აშშ-ში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასი 1 ლიტრზე 6 დოლარს აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ქართულ ღვინოზე ფასი იზრდება, განსხვავებით სხვა ძირითად ბაზრებზე არსებული ტენდენციისა.
2022 წლის 5 თვეში აშშ-ში 1.98 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, 2021 წლის 5 თვესთან შედარებით ზრდა 0.21 მლნ დოლარია. სულ 2021 წელს ოკეანესგაღმა 4.9 მლნ დოლარის ღვინო გავიდა. თუ შევადარეთ 2010 წლის საექსპორტო ფასებს, ზრდა დაახლოებით 56%-ია.
ქართულ ღვინოში გადახდილი საშუალო ფასით მეორე ადგილზეა ჩინეთი – დაახლოებით 3.7 დოლარით/ ლიტრზე. თუმცა, ჩინეთის შემთხვევაში ფასები შემცირებულია. მაგალითად, თუ ჩინეთში ექსპორტისას 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი დაახლოებით 5.3 დოლარი იყო, 2021 წელს ფასი 4 დოლარს ქვემოთაა.
ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ძირითად ბაზრებზე / 2021 წელი
• აშშ-ი – 6.4 დოლარი
• ჩინეთი – 3.8 დოლარი
• უკრაინა – 2.74 დოლარი
• პოლონეთი – 2.8 დოლარი
• ყაზახეთი – 3.1 დოლარი
• ბელარუსი – 3.05 დოლარი
• რუსეთი – 2.8 დოლარი
წყარო: AAWE