ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით Mouth Melters Group-მა შოკოლადის საწარმო სრული დატვირთვით აამოქმედა

0
გაზიარება

„ლოლაძის საოჯახო მეღვინეობის“ დამფუძნებლებმა, ერეკლე და გიორგი ლოლაძეებმა მცხეთაში, სოფელ მისაქციელში ღვინის მარნის გვერდით, საკუთარი შოკოლადის სახელოსნო-საწარმო გახსნეს, სადაც შოკოლადის პატარა ქვევრებს ამზადებენ.

საწარმოში 10-მდე ადამიანი დასაქმდა. ნედლეულს ბელგიური შოკოლადი წარმოადგენს, წარმოებისა და ბიზნესსაქმიანობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარები კი, თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით შეიძინეს.

„ქვევრი არამატერიალურ კულტურის ძეგლად არის აღიარებული, ჩვენს ქვეყანაში ქვევრი საკმაოდ პოპულარულია და მას აქტიურად გამოიყენებენ მეღვინეობაში და რადგან შოკოლადი მეტად მოთხოვნადი პროდუქტია, გადავწყვიტეთ, რომ „შოკოლადის ქვევრი“ საინტერესო პროდუქტი იქნებოდა. იმისთვის, რომ ეს ამბიციური იდეა განგვეხორციელებინა წარმოება აუთსორსზე დავიწყეთ, თუმცა მოთხოვნა ნამდვილად აჭარბებდა მიწოდებას და დღიური 150-200 ცალი შოკოლადის ქვევრი ვეღარ აკმაყოფილებდა მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი საწარმო შეგვექმნა და ინვესტიციის გარდა, საიმედო პარტნიორი მოგვეძიებინა,“ – ერეკლე ლოლაძე, Mouth Melters Group-ის თანადამფუძნებელი.

„ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ქართული წარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაზე ვაკეთებთ. დაფინანსების ის ინსტრუმენტი, რომელიც კომპანია Mouth melters შევთავაზეთ, კომპანიას უთავისუფლებს ფულად რესურსს საქმიანობის განვითარებისთვის. იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოურ ბაზრებზე, შოკოლადის ქვევრები აქტიურ გაყიდვაში ჩაეშვება,“ – თეკლა რობაქიძე, თიბისი ლიზინგის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის უფროსი.

„ლოლაძის საოჯახო მეღვინეობის“ წარმომადგენლებმა და ახლა უკვე „შოკოლადის ქვევრის“ იდეის ავტორებმა 2019 წელს წარმოება აუთსორსზე დაიწყეს, პანდემიის პერიოდში კი პროცესი სრულად შეჩერდა. დღეისთვის Mouth Melters-ის 6 სახის რძიანი, 54.5%-იანი და 70.5%-იანი შავი და სხვადასხვა შიგთავსის მქონე შოკოლადის შეძენაა შესაძლებელი, მომავალი წლიდან კი მწარმოებელი ასორტიმენტის გაზრდას აანონსებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!