მხატვრობა, როგორც თვითგამოხატვის და ესთეტიკური ტკბობის განცდის უნიკალური საშუალება დაახლოებით იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც თავად კაცობრიობა. ადამიანს, როგორც გონიერ და შემოქმედ არსებას, დაბადებიდანვე უჩნდება რაიმეს შექმნისა და ამ გზით კვალის დატოვების სურვილი, რასაც იგი ახალ აღმოჩენებამდე და პირად შემოქმედებამდე მიჰყავს. ნახატები წლებსა და საუკუნეებს უძლებს და უამრავი შემოქმედება ადასტურებს, რომ ხელოვნება დროზე იმარჯვებს. ამ მიმართულებით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. დღეს კი GeobusinessNews მოგიყვებათ ქართველი წარმატებული მხატვრის შესახებ, რომლის ნახატებიც საკმაოდ მოთხოვნადია.
თუ თქვენ ეძებთ საჩუქარს, სახლისთვის ულამაზეს დეკორაციას ან უბრალოდ ხართ ხელოვნებისა და მხატვრობის მოყვარული აუცილებლად უნდა ეწვიოთ ონლაინ პლათფორმა Panjo Art-ს.
Panjo Art ქართველმა მხატვარმა, მიხეილ ფანჯიკიძემ შექმნა, რომელიც ბავშვობიდან ხატავს და დღეს საკმაოდ წარმატებულია ამ სფეროში. მხატვირის პირველი პერსონალური გამოფენა 2017 წელს მუსიკალური ხელოვნების ცენტრში გაიმართა, სახელწოდებით, «ხის მხატვრული დამუშავება და ფერწერა». მიხეილ ფანჯიკიძის ნახატები ერთმანეთისგან გამორჩეული და დასამახსოვრებელია. ფერების შერწმყმით, ხატვის განსაკუთრებული სტილითა და შინაარსით მხატვარი საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს გადმოსცემს. როგორც მან Geobusinessnews-თან საუბრის დროს აღნიშნა, ნახატებს საკუთარი ემოციის მიხედვით ქმნის.
«ძირითადად ვხატავ ჩემი ემოციდებიდან გამომდინარე, იმას, რასაც იმ მომენტში ვგრძნობ. სწორედ ამან განაპირობა ნახატების შინაარსიც, რომელთაგან უმრავლესობა რაღაც კონკრეტულ მოვლენასაც კი უკავშირდება. შთაგონების წყარო ჩემი ემოციებიდა და ეს მაძლევს მიმართულებას ხატვის დროს «
Panjo Art გაძლევთ შესაძლებლობას გაეცნოთ მხატვრის შემოქმედებას და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი საკუთარ შემოქმედებას აქტიურად ყიდის, მაინც აქვს ნახატები, რომელსაც არასდროს გაყიდის. როგორც, მან აღნიშნა, ეს ნახატები სწორედ იმ მოვლენებს ეხება, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ნახატები ძირითადად მუყაოზე ან ტილოზეა შესრულებული, აკრილითა და ზეთის საღებავებით. ნახატების დათვალიერების დროს გრაფიკულ ნაშრომებსაც შეხვდებით, რომელიც ტუშით არის შესრულებული.
მხატვარი მიხეილ ფანჯიკიძე სამომავლოდ საკუთარი ნახატების უფრო მეტ პოპულარიზებას გეგმავს და აპირებს მისი ემოციები და გრძნობები სხვადასხვა გამოფენის დახმარებით ყველა ადამიანის გულამდე მიიტანოს.