RSS კატეგორიაავეჯის დიზაინიდიზაინიდღის სიახლეებიინტერიერის დიზაინიმთავარი

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

0
გაზიარება

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს მრავალფუნქციური ავეჯის დამზადებასა და ინტერიერის აქსესუარებს მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს.

საწყის ეტაპზე სამეწარმეო საქმიანობა ავეჯის წარმოების მიმართულებით ნაწილობრივ ჰობს წარმოადგენდა, თუმცა საქართველოში უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაზრდილმა მშენებლობის რაოდენობამ და უძრავ ქონებაში ინვესტიციის გაკეთების ნათლად დამანახა ამ ბიზნესის საჭიროება და დიდი პოტენციალი. შენდება და იქმნება სასტუმროები, კომერციული და საცხოვრებელი სივრცეები, ეს კი პირდაპირ უკავშირდება მათ კეთილმოწყობას ავეჯით, ფურნიტურითა და სხვა ინტერიერის დეტალებით. 

სახლში, სამსახურში, დასასვენებლად თუ გასართობად, სრულფასოვანი სიამოვნებისთვის და მეტი ეფექტურობისთვის კომფორტული და ესთეტიური გარემო სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად გადავწყვიტე შემექმნა კონცეფცია, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს მაღალი ხარისხის, მრავალფუნქციური ავეჯისა და ინტერიერის დეკორაციის შექმნას ინდივიდუალური შეკვეთით“ – ბარბარე მეხრიშვილი ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინის დამფუძნებელი

კომპანია Hometta Design • ჰომეტა დიზაინი ავეჯის შეკვეთის გამარტივებულ პროცესს გულისხმობს. გამოცდილი დიზაინერის კონსულტაციებს, საერთაშორისო სტანდარტებს, თანამედროვე კონცეფციის შექმნას და იდეიდან – საკუთარ სივრცეში ავეჯის განთავსებას სთავაზობს მომხმარებლებს.

პროდუქცია შესაძლოა იყოს, როგორც სტანდარტული, ასევე ინდივიდუალური, როგორიცაა: საოფისე ავეჯი, ჩასაშენებელი სამზარეულო, მისაღები, საძინებლის ავეჯი და სხვა.

ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად მუშაობს კორპორატიულ და ინდივიდუალურ შეკვეთებზე, განვითარების სწორედ იმ ეტაპზე ვართ, სადაც მაქსიმალურად ვცდილობთ გაყიდვის არხების გაზრდას, კერძოდ აქცენტირებულია ელექტრონული კომერციალიზაციაზე. 

კომპანიის უახლოესი გეგმები უკავშირდება: დამატებითი ინვესტიციის მოზიდვასა და ახალი საწარმოს მოწყობას. ამასთანავე ციფრული და სოციალური არხების გააქტიურებას და აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, გვსურს სამშენებლო კომპანიებთან ექსკლუზიურად ვითანამშრომლოთ“ – ბარბარე მეხრიშვილი

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!