პანდემიის პერიოდში, როდესაც ყველა ბიზნესი და საქმე გაჩერდა, ნინო შვანგირაძეს ბიზნეს იდეა დაებადა. მან დაუღალავი შრომის შედეგად, მოკლე დროში შეძლო წარმატების მიღწევა და დღესდღეობით კომპანია, წარმატებულ ქართულ ბრენდებს შორის, დამსახურებულ ადგილს იკავებს.
TN Handmade არის ბრენდი, რომელიც გთავაზობთ ხარისხიან და განსხვავებულ ნივთებსა და სასაჩუქრე ნაკრებებს, თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის.
TN Handmade ხელნაკეთ ტყავის აქსესუარებს აწარმოებს, რომელიც ძირითადად მამაკაცებისთვის არის გათვლილი. აქსესუარები მზადდება საქართველოში წარმოებული ტყავით. ქამარი, საფულე, წელის პატარა ჩანთები და გასაღების საკიდი, ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომლებსაც კომპანია აწარმოებს.
„საჩუქრის ჩუქება ემოციური ტრადიციაა, რომელსაც მივყავართ ადამიანების გაბედნიერებამდე. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო გზა სიყვარულისა და ზრუნვის გამოსახატად, გამორჩეული საჩუქრის ჩუქებაა“. – აღნიშნავს ნინა შვანგირაძე.
მიუხედავად ბაზარზე მაღალი კონკურენციისა, TN Handmade პოპულარობით სარგებლობს, რადგან კომპანია ორიენტირებულია პროდუქციის ხარისხზე, კრეატიულ შეფუთვასა და სწრაფ მიწოდებაზე.
როგორც ნინო შვანგირაძემ Geobusinessnews-თან საუბრისას აღნიშნა, სამომავლოდ ქალბატონების ხაზს ამატებს და მათთვის ტყავის ფეხსაცმელებისა და ჩანთების წარმოებას გეგმავს.
სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე