ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მედია ჰოლგინგ “ბიზნეს მედია მენეჯმენტის” ინიციატივით ახალი – წარმატებული ქართული ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა. ასოციაციის დამფუძნებელი მაია ტატულაშვილია.
ასოციაციის მთავარ ამოცანას მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების ერთ სივრცეში გაერთიანებას წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიების ცნობადობის გაზრდას და ერთმანეთთან კომუნიკაციის მარტივად დამყარებას.
მედია ჰოლდინგი “ბიზნეს მედია მენეჯმენტი” აერთიანებს ტელევიზიასა და ონლაინ მედია პლატფორმებს, როგორიც არის : TV მონიტორინგი, GeobusinessNews.com, Salenews.ge, Geosportnews.ge და რეგიონალური საინფორმაციო ვებ-საიტები მთელი საქართველოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ Geobusinessnews.com ორ ენოვანია, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას უცხოელი და საზღვარგარეთ მცხოვრები მომხმარებლებისთვის.