საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ ორ კვარტალში ქვეყნიდან 165.8 მილიონი აშშ დოლარის მინერალური ან ქიმიური სასუქი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 50.4 მილიონ აშშ დოლარზე, თითქმის 229%-ით მეტია.
საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, წინა წლების პირველ ორ კვარტალში ასეთი დიდი შემოსავალი საქართველოს სასუქის გაყიდვით არასდროს მიუღია. მეტიც, ამა წლის იანვარ-ივნისში მიღებული შემოსავალი წინა წლის მთლიან შემოსავალსაც აღემატება 38.7%-ით.
10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი შემდეგნაირია:
- პერუ – 83 მლნ აშშ დოლარი;
- ინდოეთი – 21 მლნ აშშ დოლარი;
- რუმინეთი – 14.5 მლნ აშშ დოლარი;
- უკრაინა – 13 მლნ აშშ დოლარი;
- სომხეთი – 10.6 მლნ აშშ დოლარი;
- განა – 8,454.70 მლნ აშშ დოლარი;
- მოზამბიკი – 4.5 მლნ აშშ დოლარი;
- ნიგერია – 3.6 მლნ აშშ დოლარი;
- ტანზანია – 3.2 მლნ აშშ დოლარი;
- სენეგალი – 1.4 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება გატანილ მოცულობას, წელს საქართველოდან ექსპორტზე 247.3 ათასი ტონა ამ ტიპის სასუქი გავიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 261.6 ათას ტონას, 5.8%-ით ჩამორჩება. ეს სასუქის ფასის ზრდაზე მიანიშნებს.