ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკა

სასუქის ექსპორტით მიღებული შემოსავალი რეკორდულ ნიშნულზეა

0
გაზიარება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ ორ კვარტალში ქვეყნიდან 165.8 მილიონი აშშ დოლარის მინერალური ან ქიმიური სასუქი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 50.4 მილიონ აშშ დოლარზე, თითქმის 229%-ით მეტია.

საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, წინა წლების პირველ ორ კვარტალში ასეთი დიდი შემოსავალი საქართველოს სასუქის გაყიდვით არასდროს მიუღია. მეტიც, ამა წლის იანვარ-ივნისში მიღებული შემოსავალი წინა წლის მთლიან შემოსავალსაც აღემატება 38.7%-ით.

10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი შემდეგნაირია:

  • პერუ – 83 მლნ აშშ დოლარი;
  • ინდოეთი – 21 მლნ აშშ დოლარი;
  • რუმინეთი – 14.5 მლნ აშშ დოლარი;
  • უკრაინა – 13 მლნ აშშ დოლარი;
  • სომხეთი – 10.6 მლნ აშშ დოლარი;
  • განა – 8,454.70 მლნ აშშ დოლარი;
  • მოზამბიკი – 4.5 მლნ აშშ დოლარი;
  • ნიგერია – 3.6 მლნ აშშ დოლარი;
  • ტანზანია – 3.2 მლნ აშშ დოლარი;
  • სენეგალი – 1.4 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება გატანილ მოცულობას, წელს საქართველოდან ექსპორტზე 247.3 ათასი ტონა ამ ტიპის სასუქი გავიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 261.6 ათას ტონას, 5.8%-ით ჩამორჩება. ეს სასუქის ფასის ზრდაზე მიანიშნებს.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!