ბიზნესიდღის სიახლეები

რატომ შემცირდა TESLA-ს აქციების ფასი $900-დან $300-მდე ერთ დღეში?

0
გაზიარება

გასული დღის სავაჭრო სესია ამერიკულ საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების 900-დოლარიანი შეფასებით დაიხურა, თუმცა ამჟამად თითოეული აქციის ღირებულება 300 დოლარის ფარგლებშია – აღნიშნული მოვლენა კომპანიის აქციების სამად გაყოფითაა (3:1 stock split) გამოწვეული.

Tesla-ს მენეჯმენტმა კომპანიის აქციების გაყოფის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში მიიღო, რაც Amazon-ის ქმედებით იყო განპირობებული – ჯეფ ბეზოსის ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა 1999 წლის შემდეგ პირველად აქციები 20:1 პრინციპით გაყო.

სამად გაყოფის შედეგად, ინვესტორები Tesla-ს თითოეული აქციის სანაცვლოდ სამ აქციას მიიღებენ, თუმცა მათი ჯამური ღირებულება და, შესაბამისად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია არ შეიცვლება.

ზოგადად, აქციების გაყოფის მიზანი ახალი ინვესტორების მოზიდვაა, რადგან ძვირად ღირებული აქციებით ვაჭრობა დამწყებ ტრეიდერთათვის არც ისე მიმზიდველია. მართალია დღეს ერთი აქციის მცირე წილის შეძენის უამრავი შესაძლებლობა არსებობს (მათ შორის, საქართველოს ბანკის ინვესტიციების პლატფორმა), თუმცა ბუნებრივია, რომ კომპანიის აქცია უფრო მიმზიდველად გამოიყურება, როდესაც მისი ფასი უფრო ხელმისაწვდომია.

ხაზგასასმელია, რომ ამით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია არ შეიცვლება, ანუ კომპანიის რეალური ღირებულება ბირჟაზე იგივე დარჩება. ამავდროულად, უცვლელი რჩება ის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლებიც, რომლებიც კომპანიის ღირებულებასა და ფუნქციონირებაზე ახდენენ გავლენას.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Tesla-მ აქციების გაყოფა დააანონსა. 2020 წელს, მაშინ როდესაც კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით $1300-ს აღწევდა, Tesla-ს ხელმძღვანელობამ აქციების გაყოფა 5:1 პრინციპით გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამ კომპანიის ერთი აქციის ფასი დაახლოებით 2000 დოლარამდე გაზარდა, თუმცა აქციის გაყოფის შედეგად ერთი აქციის ღირებულება $460-მდე შემცირდა.

აქციების გაყოფის სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა პოზიტიურად მიიღეს – საფონდო ბირჟის ოფიციალურად გახსნამდე Tesla-ს აქციები 2.1%-ითაა გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა, რომელსაც ბრიუსელი ევროპის საიმიგრაციო სისტემის „ნიშანდობლივ რეფორმად“ მიიჩნევს. „თავშესაფრის მინიჭებისა და მიგრაციის პაქტი უფრო სამართლიან…

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იკლებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა როგორც "საქართველოს ბანკის" და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე "საქართველოს კაპიტალის”. თბილისის…

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება – „სენტა ოილი“

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება- „სენტა ოილის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე იაკობიძის თქმით, ბოლო 2 კვირაა მსოფლიო ბაზარზე „პლატსის“ მიხედვით, ფასი მცირდება, რაც ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე უკვე აისახა, საცალო გაყიდვებში კი…

თურქმენული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება თურქეთში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით მოხდება

თურქეთი თურქმენულ გაზს საქართველოს გავლით მიიღებს - მხარეები უკვე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარმა ხელშეკრულება აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაილ…

საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა

2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა - საქსტატი 2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!