ბიზნესიდღის სიახლეები

რატომ შემცირდა TESLA-ს აქციების ფასი $900-დან $300-მდე ერთ დღეში?

0
გაზიარება

გასული დღის სავაჭრო სესია ამერიკულ საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების 900-დოლარიანი შეფასებით დაიხურა, თუმცა ამჟამად თითოეული აქციის ღირებულება 300 დოლარის ფარგლებშია – აღნიშნული მოვლენა კომპანიის აქციების სამად გაყოფითაა (3:1 stock split) გამოწვეული.

Tesla-ს მენეჯმენტმა კომპანიის აქციების გაყოფის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში მიიღო, რაც Amazon-ის ქმედებით იყო განპირობებული – ჯეფ ბეზოსის ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა 1999 წლის შემდეგ პირველად აქციები 20:1 პრინციპით გაყო.

სამად გაყოფის შედეგად, ინვესტორები Tesla-ს თითოეული აქციის სანაცვლოდ სამ აქციას მიიღებენ, თუმცა მათი ჯამური ღირებულება და, შესაბამისად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია არ შეიცვლება.

ზოგადად, აქციების გაყოფის მიზანი ახალი ინვესტორების მოზიდვაა, რადგან ძვირად ღირებული აქციებით ვაჭრობა დამწყებ ტრეიდერთათვის არც ისე მიმზიდველია. მართალია დღეს ერთი აქციის მცირე წილის შეძენის უამრავი შესაძლებლობა არსებობს (მათ შორის, საქართველოს ბანკის ინვესტიციების პლატფორმა), თუმცა ბუნებრივია, რომ კომპანიის აქცია უფრო მიმზიდველად გამოიყურება, როდესაც მისი ფასი უფრო ხელმისაწვდომია.

ხაზგასასმელია, რომ ამით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია არ შეიცვლება, ანუ კომპანიის რეალური ღირებულება ბირჟაზე იგივე დარჩება. ამავდროულად, უცვლელი რჩება ის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლებიც, რომლებიც კომპანიის ღირებულებასა და ფუნქციონირებაზე ახდენენ გავლენას.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Tesla-მ აქციების გაყოფა დააანონსა. 2020 წელს, მაშინ როდესაც კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით $1300-ს აღწევდა, Tesla-ს ხელმძღვანელობამ აქციების გაყოფა 5:1 პრინციპით გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამ კომპანიის ერთი აქციის ფასი დაახლოებით 2000 დოლარამდე გაზარდა, თუმცა აქციის გაყოფის შედეგად ერთი აქციის ღირებულება $460-მდე შემცირდა.

აქციების გაყოფის სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა პოზიტიურად მიიღეს – საფონდო ბირჟის ოფიციალურად გახსნამდე Tesla-ს აქციები 2.1%-ითაა გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!