BOLDI – სამკერვალო სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული და სანდო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და ამ დროის მანძილზე უკვე დაიმსახურა მომხმარებელთა ნდობა და პატივისცემა. კომპანია BOLDI-ს ძირითადი საქმიანობა სამკერვალო, ბეჭდვითი და ქარგვითი მომსახურებაა. ასევე, ემსახურებიან დიზაინერებს საკუთარი ბრენდის პროდუქციის წარმოებაში.
კომპანია სხვადასხვა სახეობის უნიფორმებს აწარმოებს, შეკვეთების მიხედვით. ძირითადი პროდუქცია არის სასტუმროების, კაფე-ბარების, საწარმოების, სამედიცინო დაწესებულებების, უნივერსიტეტებისა და სასკოლო უნიფორმები.
დაგროვებული გამოცდილების ფონზე კომპანიამ წელს BOLDI Academy-ის განვითარება დაიწყო, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების მიღებაზე სამკერვალო სფეროში. სწავლება მიმდინარეობს უახლეს საწარმოო დანადგარებთან 100% პრაქტიკული გაკვეთილების მეშვეობით. საწყის ეტაპზე სასწავლებელში შესაძლებელია კერვის შემსწავლელი 3 თვიანი სასერთიფიკატო კურსის გავლა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი უშუალოდ შეისწავლის კონკრეტული ნივთების თავიდან ბოლომდე კერვას სხვა და სხვა ვარიაციებით, რომლებიც აუცილებელი და მოთხოვნადია ნებისმიერ სამკერვალო საწარმოში დასაქმებისთვის ან საკუთარი პროდუქციის შესაქმნელად. მათ შორის: სტანდარტული მაისური, პოლოს სტილის მაისური, პერანგი, ქვედაბოლო, შარვალი, ჟილეტი, ქურთუკი.
BOLDI Academy-ში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ახალ ჯგუფებში, რომელთა ჩამოყალიბებაც ყოველთვიურად წარმოებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფში სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა არის 10 მოსწავლე.
კერვის კურსი გრძელდება 3 თვე და მოიცავს კვირის განმავლობაში 3 პრაქტიკულ გაკვეთილს, 2 საათიანი ხანგრძლივობით. თითო ნივთის კერვის შესწავლას ეთმობა 2 კვირა, რომლის შემდეგაც სტუდენტს უტარდება შუალედური გამოცდები. კურსის დასრულებისას ტარდება ფინალური გამოცდა. ჯამურად გამოცდებში მიღებულ შეფასებებზე არის დამოკიდებული სერთიფიკატის გაცემა. სწავლის ღირებულება შეადგენს 350.00 ლარს თვეში.
კერვის კურსის მიზანია სტუდენტმა მისი დასრულების შემდეგ იცოდეს თავიდან ბოლომდე კერვა ყველა იმ ნივთის, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო კურსის განმავლობაში.
BOLDI Academy-ში ტრენერები არიან 30 წლიანი გამოცდილების მქონე ტექნოლოგები კომპანიაში რამდენიმე წლიანი მუშაობის გამოცდილებით.
სასწავლო პროცესი აგებულია მთლიანად პრაქტიკულ მეცადინეობებზე. ყველა სტუდენტისთვის გამოყოფილია ინდივიდუალურად საკერავი მანქანები და ტრენერის ხელმძღვანელობით თავად ასრულებენ ყველა ოპერაციას. სწორედ ამიტომ სტუდენტი სწავლობს ყველა იმ საწარმოო მანქანის გამოყენებას, რომლებიც საჭიროა ერთი ნივთის თავიდან ბოლომდე შესაკერად.
კომპანიის და სასწავლებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის დასაქმების ხელშეწყობა. წარმატებული კურსამთავრებულები მოხვდებიან კომპანიის ბაზაში და გაეწევათ რეკომენდაცია როგორც საკუთარ, ისე პარტნიორ საწარმოებში დასაქმებაზე.
BOLDI Academy-ს აქვს ყველა საჭირო ტექნიკური საშუალება, რათა სტუდენტმა მიიღოს კვალიფიციური განათლება. BOLDI-ს10 წლიანი სამუშაო პრაქტიკის შესაბისად სასწავლო პროცესი დაგეგმილია კონკრეტული და აუცილებელი ინფორმაციით და არცერთი წუთი არ ეთმობა არაპრაქტიკულ ცოდნას. BOLDI Academy-ს კურსები არის პირველი საქართველოში მსგავსი ინტენსივობისა და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობა.
კურსით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, არტურ ლაისტის #4.
[email protected] / www.BOLDI.ge
T: 577 570039
სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე