საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს 24.3 მილიარდი ლარი იქნება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია, ნომინალური მშპ-ს პროგნოზი 80 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი $7500 დოლარს გაუტოლდება.
2023 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 18.5 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ბიუჯეტი მთავრობამ კონსერვატიული მიდგომით დაგეგმა და დეფიციტი მშპ-ს 2.8% იქნება.