A კატეგორიის ტაქსებს ლიცენზიის გაყიდვა-გაქირავება შეეძლებათ. A კატეგორიის ტაქსების რეფორმა სამი ეტაპისგან შედგება. ინფორმაცია ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ტაქსების რეფორმის მე-3 ეტაპის დაწყებას შეეხება.
რეფორმის მე-3 ეტაპის ფარგლებში შეიქმნება:
- შეიქმნება A კატეგორიის ტაქსებს ნებართვის ბაზარი;
- 1-წლიანი A კატეგორიის ნებართვები გახდება უვადო;
- დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა – ყიდვა/გაყიდვა, იჯარით გაცემა;
- A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსების ბაზარზე ფიზიკური პირების გარდა შემოვლენ ასევე იურიდიული პირებიც.