დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

Adidas-ის გზა ფეხსაცმლის ძალიან პატარა საწარმოდან მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბრენდამდე

0
გაზიარება

Adidas-ი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის წმინდა ქონება 2023 წლის იანვრისთვის 30 მილიარდი დოლარია. ერთ დროს კომპანიამ ფუნქციონირება ფეხსაცმლის ძალიან პატარა საწარმოში დაიწყო…

ბრენდი ადოლფ დასლერმა დააარსა, რომელიც 1900 წლის 3 ნოემბერს ჰერცოგენაურახში, გერმანიაში დაიბადა. იგი ღარიბ ოჯახში იზრდებოდა. დედ- მამა ფეხსაცმლის მკერავები იყვნენ.

1920-იან წლებში ძმებმა ერთად წამოიწყეს ახალი ბიზნესი, სახელწოდებით Dassler Brothers Shoe Factory. ადოლფი შესანიშნავი ფეხსაცმლის მკერავი იყო, ხოლო რუდოლფი შესანიშნავი გამყიდველი და მარკეტოლოგი. მათი ბიზნესი მალევე აყვავდა, რადგან ძმები ერთობლივად მუშაობას თავს მშვენივრად ართმევდნენ.

მათი სპორტული ფეხსაცმელი 1926 წლისთვის უკვე საკმაოდ პოპულარული იყო. ძმები დღეში 100 წყვილ ფეხსაცმელს ამზადებდნენ, რაც იმ დროისთვის უდიდესი წარმატება იყო.

კომპანია მალე კიდევ უფრო გაიზარდა და ადოლფმა გადაწყვიტა თავისი ბიზნესი ბავარიის ფარგლებს გარეთ გაეფართოებინა. მან იმოგზაურა თითქმის ყველა დიდ სპორტულ ღონისძიებაზე და სპორტსმენებს არწმუნებდა, ძმები დასლერების ფეხსაცმლით ეასპარეზათ.

ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია. 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიადაზე თითქმის ყველა ერმანელ სპორტსმენს სწორედ ძმების შეკერილი ფეხსაცმელები ეცვათ.

1936 წელს ადოლფმა გადაწყვიტა ოლიმპიადაზე, რომელიც ბერლინში იმართებოდა, ყველა მოასპარეზე სპორტსმენისთვის ფეხსაცმელები უფასოდ გადაეცათ.

მათი ბიზნესის პოპულარობა და გაყიდვები უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც წარმატებულმა სპორტსმენმა – ჯესი ოუენსმა, რომელსაც ძმების შეკერილი ფეხსაცმელი ეცვა, მოიგო ოთხი ოქროს მედალი ტრასაზე და მოხსნა მრავალი რეკორდი.

ძმებმა გარკვეული გაუგებრობის გამო ბიზნესის ცალ-ცალკე გაგრძელება გადაწყვიტეს.

1949 წელს რუდოლფმა კომპანიის ნახევარი წაიღო და განაგრძო მუშაობა როგორც Ruda. მოგვიანებით მან ბრენდს სახელი გადაარქვა და PUMA უწოდა. იმავე წელს ადოლფმა დააარსა Adidas.

Adidas-მა განაგრძო ზრდა და ფეხსაცმლის დამზადება სპორტსმენებისთვის.

Adidas-მა გააფორმა კონტრაქტი დევიდ ბექჰემთან და ლეგენდარული მუჰამედ ალთან. დღეს ბრენდი ფეხსაცმლის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია Nike-სა და Puma-სთან ერთად. მათი ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის გარდა, ისინი მომხმარებლებს მუდმივ განახლებას და თანამედროვე ხედვებს სთავაზობენ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!