სადაზღვევო კომპანია ალდაგისა და თეგეტა მოტორსის პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები სპეციალურ შეთავაზებას მიიღებენ.მომხმარებლებს, რომლებიც ავტომობილს ტოიოტა თეგეტაში შეიძენენ და ალდაგის ავტო ან/და პრიმო დაზღვევით ისარგებლებენ, საჩუქრად ექსტრა საწვავი გადაეცემათ. შეთავაზებით სარგებლობა 31 დეკემბრამდეა შესაძლებელი.პრიმო დაზღვევა ეს არის საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურება, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე. მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში, მანქანის ჩანაცვლების სერვისი, კონსიერჟის მომსახურება და ა.შ.ალდაგის ავტო დაზღვევით სარგებლობა და ავტომობილის რისკებისგან დაცვა ნებისმიერ მძღოლს შეუძლია, იგი ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.
ალდაგის ავტო დაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.