“ალტერსოქსი “ ქართული წარმატებული სტარტაპია, რომელიც ცოლ-ქმარმა ნინო
მენთეშაშვილმა და რეზი ბესელაშვილმა 2016 წლის მარტში წამოიწყეს, დღეს კი ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან პროდუქტს წარმოადგენს ბაზარზე.
ნინა: ჩვენ ვართ ნინა მენთეშაშვილი და რეზი ბესელაშვილი, ცოლ-ქმარი. განათლება და სამუშაო გამოცდილება ორივეს გვაქვს მარკეტინგის და კომუნიკაციების სფეროში. ასევე, რეზი არის გრაფიკული დიზაინერი და სოციალური მედიის მენეჯერი. 2015 წელს, მას შემდეგ რაც ვიქორწინეთ, მუდმივად ვფიქრობდით, რომ ჩვენი გამოცდილება და უნარები გამოგვეყენებინა და საკუთარი ბიზნესი დაგვეწყო. ორივეს გვინდოდა, რომ შეგვექმნა ისეთი ბრენდი, რომელში მუშაობაც სიამოვნებას მოგვანიჭებდა და თან იქნებოდა სიახლე ქართულ ბაზარზე. მრავალი ფიქრისა და გვერდზე გადადებული იდეის შემდგომ, გაჩნდა “ალტერსოქსი” – ახალი ქართული ბრენდი. ჩვენ გვსურს მომხმარებლებს შევთავაზოთ მხიარული, ორიგინალური და ხარისხიანი წინდები ქალებისთვის, კაცებისთვის და ბავშვებისთვის.
წინდებს განსაკუთრებულს ის ნახატები ხდის, რომელიც მასზეა გადატანილი. წინდებზე გადატანილია ყველაზე ტრენდული და პოპულარული თემები სხვადასხვა სფეროდან:
მუსიკა, კინო, მხატვრობა, წიგნები, ქართული თემატიკა, სასმელი, საჭმელი და ა.შ.
მოხატული წინდები 89 პროცენტით ნატურალური ბამბისგან მზადდება,
იმპორტირებულში კი მისი შემცველობა 70 პროცენტია. როგორც თავად რეზი
ამბობს, მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია ცნობილი მხატვრების
ნამუშევრების პოპ-კულტურაში გამოყენება, მუნკის, ვან გოგის და კლიმტის
ნამუშევრების ბევრ ალტერნატივას ვნახავთ, თუმცა არ გვქონდა ქართველი
მხატვრების ნამუშევრების მსგავს პროდუქციაში გამოყენების მაგალითები,
“ალტერსოქსი” კი, პირველი ქართული პროდუქციაა, რომელმაც ხელი შეუწყო.