წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

ANOVA

0
გაზიარება

„ანოვა“ 2017 წელს დაარსებული კვლევითი კომპანიაა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს
ერთი მხრივ, სოციოლოგიური გამოკითხვები, ხოლო მეორე მხრივ – ბაზრის კვლევები და მონაცემებზე
დაფუძნებული მარკეტინგული კონსალტინგი.
კომპანიამ 2017 წლიდან დღემდე აჩვენა სწრაფი განვითარება, გამომდინარე იქიდან, რომ საქმიანობა თავიდან მხოლოდ 3 ადამიანით დაიწყო, დღესდღეობით კი კომპანიას ჰყავს ასობით პარტნიორი, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე და თანამშრომლების უზარმაზარი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია თავად არის ჩართული კვლევით სფეროში და კარგად ესმის, რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შიდა ორგანიზაციულ მოწყობას. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ „ანოვას“ პირველი უმთავრესი ღირებულება სწორედ ის კოლექტივია, რომელიც კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის ქმნის მაღალი ხარისხის სერვისებს.

ამ ეტაპზე, გუნდი შედგება 11 ძირითადი თანამშრომლისგან, რომლებიც არიან სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიისა და მარკეტინგის აკადემიური განათლების მქონე პირები, ხოლო პარალელურად ჰყავს ასობით კონტრაქტორი თანამშრომელი, რომელიც მოიცავს რეგიონალურ კოორდინატორებს,
ინტერვიუერებსა და დამკვირვებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
„ანოვამ“ გუნდის სწრაფ განვითარებასთან ერთად, შეძლო შეექმნა კვლევითი სერვისების საკმაოდ ფართო სპექტრი, შესაბამისად, პარტნიორებს სთავაზობს კვლევითი პროექტების სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებას, მათ შორის, სერვისის მონიტორინგსა და კომპანიებს შორის მასშტაბური სახელფასო კვლევების ჩატარებასაც.

დღემდე განხორციელებული ყველა პროექტი თითოეულ პარტნიორ კომპანიასა და ორგანიზაციაში ტოვებს „ანოვას“ მნიშვნელოვან კვალს, რაც ერთ-ერთ უმთავრესი მისიას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია წლებია კვლევით სფეროში ამკვიდრებს მაღალ სტანდარტებს, რაც შეუმჩნეველი არ რჩება ისეთი ორგანიზაციებისთვისაც, როგორიცაა USAID, UNICEF, UNWOMEN და სხვა. ჩამოთვლილი ორგანიზაციები და სხვა მსხვილი ბიზნეს კომპანიები წლებია მჭიდროდ თანამშრომლობენ და ენდობიან „ანოვას“ გუნდის
კომპეტენციებსა და პროფესიონალიზმს.
„ანოვა“ მზად არის მსოფლიოში დაჩქარებულ ამ ტრენდებს შესაბამისად აუწყოს ფეხი და უახლოეს წლებში აჩვენოს კიდევ უფრო მეტი პროფესიონალიზმი, ხარისხი და განვითარება.

მსგავსი სიახლეები

KONICA MINOLTA

კონიკა მინოლტა: ინოვაცია ბიზნეს გადაწყვეტილებების მომავლისთვის კომპანია Konica Minolta უკვე 150 წლისაა. ტექნოლოგიებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, Konica Minolta დამკვიდრდა, როგორც გლობალური…

სკოლა ეისი

კერძო სკოლა „ეისი“ - გვჯეროდეს წარმატების! 2015 წელს ქ. გორში კერძო სკოლა „ეისი“ შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად 28 მოსწავლისა და 36 მასწავლებლისგან შედგებოდა. თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, სწავლების…

ANDRE AUDIT GROUP

,,ანდრე აუდიტი“ 2014 წლიდან საქმიანობს და ის ერთ-ერთი წარმატებული აუდიტორული კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მმართველი პარტნიორია ბატონი ზაზა მჭედლიშვილი, რომელიც ასევე თანამშრომლობს კომპანიასთან როგორც ექსპერტი…

Eriniebi • ერინიები

ციფრული მარკეტინგული სააგენტო, რომელიც სრულად შეისწავლის ბრენდს, ეხმარება მას განვითარებაში, ბაზარზე პოზიციონირებაში და გაყიდვების ზრდაში ერინიების გუნდის წარმატების ფორმულა სიყვარულია, ყველა ბრენდი ვისთანაც ვთანამშრომლობთ,…

Language Centre (LC)

Language Centre (LC) 14 წლის წინ შეიქმნა და თავდაპირველად მხოლოდ უცხო ენები ისწავლებოდა: ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, თურქული და არაბული. ინგლისური ენა იყო და არის მთავარი ღერძი ცენტრისთვის,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!