საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 11 თვეში ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 12,768 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 8,569 მლნ აშშ დოლარი.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან არგენტინაში 871.3 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა. რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ 11,897 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა.
5 პროდუქტი,რომელიც 2022 წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ არგენტინაში:
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას – 5,188 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 4,497 მლნ აშშ დოლარი
- ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები – 858 ათასი აშშ დოლარი
- თევზი გაყინული – 458.1 ათასი აშშ დოლარი
- კიბოსნაირნი – 219.6 ათასი აშშ დოლარი
ექსპორტირებული პროდუქტები:საქართველოდან მხოლოდ თხილი და სხვა კაკალი (639.3 ათასი აშშ დოლარი), ასევე, ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი (232 ათასი აშშ დოლარი) გავიდა.