ატენური ღვინო ძველი საუკუნებიდან განთქმულია, მას მეფები სვამდენენ, რასაც ადასტურებს ვახუშტი ბაგრატიონის ისტორიული დოკუმენტები. ისტორია გრძელდება და ატენის ტერასები დღესაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ბიო ღვინოს სთავაზობს, რომელიც ყოველგვარი შხამქიმიკატების გარეშე არის მოყვანილი.
„საქართველოს მარგალიტს ასე ვუწოდებ ხოლმე ატენს, რადგან ატენის ხეობა გამოირჩევა ნიადაგით და კლიმატით. ატენის ვენახების ისტორია დაიწყო 2010 წელს, როდესაც ისტორიული ვენახები შევიძნეთ,, სადაც მოდიოდა უმაღლესი ხარისხის ვაზი. თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო აღგვედგინა ადგილოვრივი ჯიშები და გვეწარმოებინა მაღალი ხარისხის ღვინო .
ვენახები გაშენებული არის ტერასებზე, შესაბამისად სახელიც შესაბამისი შევარჩიეთ. გვსურს მომხმარებელმა იცოდეს თუ სად მოდის ეს ღვინო და როგორ მზადდება.
ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ რამოდენიიმე სახეობის ღვინის დეგუსტაციას, ოჯახურ გარემოს, საოჯახო მარანში დამზადებულ ღვინოებს, რომლის დამზადების პროცესთან დაკავშირებით მეღვინე დეტალურად გააცნობს ინფორმაციას და დავათვალიერებინებს ვენახებს.
ჩვენი მიზანი არის ხელმეორედ გავაცნოთ ატენური ღვინოს გემოვნური თვისებები და მისი უმთავრესი ნიშა – უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.წელს პირველად ჩამოვასხით ბოთლებში და ბოლნისის ადგილწარმოშობის ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა და ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ რაც დიდი სტიმულია ჩემთვის ყოველ წელს ჩვენი მიზანი არის გავაუმჯებოსოთ პროდუქცია – ილია ტერმაკოზაშვილი, „ატენის ტერასების“ მეღვინე
ატენის ტერესაბი ამჟამად 10000 ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს, რომელიც გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის გემოვნური თვისებებით, ძალიან მალე კი „ატენური ტერასები“ ცქრიალა ღვინოების წარმოებას გეგმავს.