მეღვინეობაპარტნირებისაინტერესო სიახლეებიქართული წარმოება

„ბალავარი“- ისტორიულ, მრავალსაუკუნოვან ქვევრებში დადუღებული ღვინო

0
გაზიარება

ღვინის კომპანია „ბალავარი“ წლებია საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოადგენს ღვინის აკვნად წოდებულ ქვეყანა – საქართველოს.„ბალავარში“ ღვინოს პატიოსნებითა და გულწრფელობით ამზადებენ პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ ოქროს თანაფარდობის დაცვა ტრადიციული  და თანამედროვე მეთოდების შერწყმისას. როდესაც  მეღვინეობის და მევენახეობის მრავალწლიანი კულტურა დაკარგვის პირას იყო მისული და ხალხმა 90-იანი წლების მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, გაჩეხილი ვენახების ადგილას მარცვლეული კულტურების მოყვანას მიყო ხელი,  ნიკოლოზ ბენიაიძემ  პროფესიულ დონეზე მევენახეობა-მეღვინეობის შესწავლა დაიწყო და მეგობრებთან ერთად მიტოვებული ვენახების აღდგენას შეუდგა, მოგვიანებით კი სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ნამყენის გამოიყვანა და ახალი ვენახების გაშენება დაიწყო.

„განსაკუთრებული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გამო,მილარი მევენახეობისათვის უნიკალური ტერუარია, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 350 მეტრზე მდებარეობს.  აქ,  საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილას ერთმანეთს კონტრასტულად ერწყმის მაღალი ტემპერატურა, კავკასიონიდან მონაბერი გრილი ნიავი და ალაზნის მუდმივი ტენი, რომელიც ნამისა და ცვრის სახით მუდმივად ნარჩუნდება მდინარის პერპენდიკულარულად გაშენებულ ვენახში. ალაზნის ველის გამორჩეულად ნაყოფიერი, შავმიწა და ყავისფერი ნიადაგი კი ქვიშიანი სტრუქტურის გამო, დიდხანს ინარჩუნებს ვაზისათვის აუცილებელ სითბოს გრილი ღამის მანძილზე.  ასე იქმნება უნიკალური მიკროკლიმატი განსაკუთრებული, ერთდროულად მაღალმჟავიანი და თან შაქრის მაღალი შემცველობის მქონე საღვინე ყურძნის მოსაყვანად. საუკეთესო ღვინის საწინდარი კარგად მოვლილი ვენახია.ჩვენთან ღვინოს ვაყენებთ  იმისთვის, რომ ვადიდოთ  წარსული,  ვადღეგრძელოთ მომავალი და გავაგრძელოთ ისტორია!“- ბალავარის დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე

ბავშვობაში დასახული მიზანი მეღვინეობა ბალავარის შექმნით გაგრძელდა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას ისტორიულ ჰერეთში შექმნილი საუკუნოვანი ქვევრები წარმოადგენს. ცნობილი ქვევრის ოსტატების – ჩუბინიძეებისა და სხვათა საგვარეულო დამღებით დამშვენებულ 100-მდე უნიკალურ ქვევრს ბალავარის მარანში ახალი სიცოცხლე მიენიჭა. ეს უნიკალური ჭურჭელი ყურძნის წვენს გადასცემს თავის მრავალსაუკუნოვან მოგონებებს, ტრადიციულ ხასიათსა და სიბრძნეს, რის გამოც მაჭარი გამორჩეული არომატის მქონე სასმელად ღვინდება.

2017 წელს ბალავარი მიერ აღდგენილ საუკუნოვან ქვევრებში ღვინო კვლავ დადუღდა!

დღეისათვის მეღვინეობა ბალავარი ფლობს რქაწითელისა და საფერავის ყურძნის ჯიშის ვენახს. აქტიურად მიმდინარეობს ახალი ვენახების გაშენება, ასევე ძველი ჯიშების აღდგენა ხდება.

ბალავარს“ ვენახებსა და მარანში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრისპირა რეგიონის გაძლიერებაში და მიგრაციის შემცირებაში.

#ჩვენ_ვაგრძელებთ_ტრადიციას

 

მსგავსი სიახლეები

ინოვაციური შეთავაზება ტურისტებისთვის – Tourist card Georgia

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ (SGBA) წარმოადგინა ახალი პროექტი - Tourist card georgia (ტურისტული ფასდაკლების ბარათი, არა მარტო ფასდაკლება), რომელიც შექმნილია ტურისტებისთვის და უცხოელი მოქალაქეებისთვის.  პროექტი…

Prime Fit – მომსახურების უნიკალური სერვისი და პროფესიონალი გუნდი თქვენს სამსახურში

2022 წელს, თბილისში მაღალი ხარისხის ფიტნეს სივრცის განვითარების მიზნით Prime Fit შეიქმნა,სადაც პრიორიტეტს კლიენტებისთვის ვარჯიშის უნიკალური გამოცდილების უზრუნველყოფა და განუმეორებელი კლუბური ატმოსფეროს შექმნა წარმოადგენს.…

რჩევები გახშირებული კიბერთაღლითობისგან თავის დასაცავად

გახშირებული ახალი სქემით კიბერთაღლითობის შემთხვევებიდან გამომდინარე  „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს: „ბოლო დროს გახშირდა კიბერთაღლითობის შემთხვევები ახალი სქემით: ბანკის…

აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო კრიზისული მდგომარეობაა – BBC

BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში მექსიკიდან აშშ-ში 10 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მედიის ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარება ტეხასის ქალაქ ელ-პასოშია, სადაც შესვლას…

კანის ბუსტერი – ღრმა დატენიანება, ნაოჭების გასწორება და კანის ხარისხის გაუმჯობესება

ბუსტერი - ეს არის გამაახალგაზრდავებელი პროცედურა, რომელიც სათავეს ბიორევიტალიზაციისგან იღებს, თუმცა ბევრად კონცენტრირებულია შესაბამისად აქვს უფრო ხანგრძლივი მოქმედება და უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ასევე კოლაგენისა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!