შვეიცარიულმა მოდის კომპანია QWSTION-მა მოდის სახლ Balenciaga-სთან პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც იგი ბანანის ბოჭკოვანი ქსოვილისგან, ე.წ. Bananatex-ისგან დამზადებულ სპორტულ ფეხსაცმლებს გამოუშვებს. ამ ტექნოლოგიის შემუშავება დაახლოებით სამწლიანი ლაბორატიული კვლევების შედეგია.
ბრიტანულ სტარტაპ Ananas Anam-ის მიერ ფეხსაცმლების წარმოებაში ანანასისგან მიღებული ქსოვილის გამოყენების შემდეგ მოდის ინდუსტრიაში ფეხს კიდევ ერთი ეკომეგობრული მასალა – ბანანი იკიდებს.
,,ბანანატექსი“ გამძლე ქსოვილია, რომელიც ფილიპინების მაღალმთიანეთში მოყვანილი აბაკას ბუნებრივი ბანანის ბუჩქისგან მიიღება და პესტიციდებს, სასუქებს ან დამატებითი წყალს არ საჭიროებს.
Vegconomist-ის თანახმად, მას შეუძლია პალმის პლანტაციებისგან განადგურებულ ადგილებში ტყის მასივებისა აღდგენასა და ბიომრავალფეროვნებას შეუწყოს ხელი.
„ბალენსიაგა და ბანანატექსი! შესანიშნავი სიახლე! საკულტო Triple S, რომელიც 100%-ით ახალი თაობის მცენარეული ქსოვილისგანაა დამზადებული. მომავალში კიდევ მრავალი ასეთის ხილვას ველით!“ – წერს ჰანეს შენეგერი, QWSTION და Bananatex-ის თანადამფუძნებელი.
Bananatex ბოლო დროს სინთეზური მასალის ჩანაცვლების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად განიხილება. მას ეკომეგობრულობისა და დიზაინის მეოხებით მრავალი ჯილდო აქვს მიღებული.
„ბანანატექსი იმ სამი ბრენდიდან ერთ-ერთია, რომლებმაც 2024 წელს წელს ქსოვილები Vegan-ის სავაჭრო ნიშნით დაარეგისტრირეს. ეს ტექსტილის ინდუსტრიაში მართლაც მნიშვნელოვანი წინსვლაა. ვიმედოვნებთ, რომ Bananatex-ის ინოვაციის მეშვეობით ბაზარზე უფრო მეტი ვეგანური პროდუქტი შემოვა, რაც დაამტკიცებს, რამდენად ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს ვეგანური მოდა!” ციტირებს EastFruit-ის გამოცემა Vegan Trademark-ის სერტიფიკაციის სპეციალისტს, ჯოდი ბრაუნს.
ბანანი არ არის პირველი მასალა, რომელიც მოდის ინდუსტრიაში ამ მიზნით გამოუყენებიათ: 2021 წელს ფილიპინურ ხილის კომპანია Dole-სა და ბრიტანულ სტარტაპ Ananas Anam-ს შორის შეთანხმების საფუძველზე ამ უკანასკნელმა ანანასისგან მიღებული ქსოვილისგან, ე.წ. Pinatex-ისგან დამზადებული სპორტული ფეხსაცმლის დამზადება დაიწყო. ,,პინატექსი“ დღესდღეობით ისეთი კომპანიების მიერ გამოიყენება, როგორებიცაა Nike, H & M, Paul Smith და Hugo Boss. როგორც Ananas Anam ითვლის, ,,პინატექსის’’ ყოველი კვადრატული მეტრი ცხოველურ ტყავთან შედარებით გამოყოფილ ნახშირბადს 8 კგ-ით ამცირებს.