დღის სიახლეებისიახლეები

ბაზარზე თაფლი 10-15%-ით გაძვირდა

0
გაზიარება

თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, ალეკო პაპავას განცხადებით, თაფლი დეფიციტური გახდა ,როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა დიდია, თუმცა საქართველოს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ გასულ წელს მეთაფლე ფერმერებმა რაოდენობრივად „ძალიან ცუდი“ მოსავალი მიიღეს, რომლის მიზეზადაც აკაციისა და წაბლის ყვავილობის პერიოდში უხვი ნალექები დასახელდა.

„აკაციებისა და წაბლის ყვავილობაზე წვიმები დაემთხვა, შესაბამისად, ამ მცენარეებიდან თაფლი ვერ მივიღეთ. 2023 წელი უარესი იყო, 2022 წელს გავიტანეთ 270 ტონაზე მეტი ექსპორტზე, ხოლო 2023 წელს, მხოლოდ და მხოლოდ, 107 ტონა. თაფლის ის რაოდენობა არ გვქონდა, რაც მოთხოვნა იყო, მოთხოვნა იყო და ვერ დავაკმაყოფილეთ“, – ამბობს პაპავა.

რაც შეეხება ფასებს, ერთი კგ ნატურალური ბრენდირებული თაფლის ფასი 8-9 დოლარიდან იწყება, ხოლო საბითუმო ფასი 4-5 დოლარის ფარგლებში მერყეობს. როგორც პაპავა განმარტავს, თაფლის ფასი, დიდი მოთხოვნისა და დეფიციტის გამო, 10-15%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარში ადგილობრივ ექსპორტზე 3 600 აშშ დოლარის ნატურალური თაფლი გავიდა, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში – 7 060 აშშ დოლარის. რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, 2024 წლის იანვარში ქართული თაფლი სრულად იაპონიაში გავიტანეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის იანვარში საქართველოში ნატურალური თაფლის იმპორტი არ განხორციელებულა.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!