ბანკებიბიზნესიდღის სიახლეები

“ბაზისბანკის” ინვესტიციით ყვარელში კაკლის ბაღები გაშენდა

0
გაზიარება

“ბაზისბანკმა”, შეღავათიანი აგრო კრედიტის და სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, ყვარლის რაიონ სოფელ ბალღოჯიანში კაკლის ბაღების გასაშენებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.

პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 182,000 ლარი შეადგინა, აქედან “ბაზისბანკის” მიერ გაცემული ინვესტიციის მოცულობა 137,000 ლარია, ხოლო სხვაობა სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში დაფინანსდა.

პარტნიორობის ფარგლებში, კაკლის ბაღები 18 ჰექტარზე გაშენდა და სრულად მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა. ამჟამად კაკალი უკვე მოსავლიანია და 2023 წელს 50 ტონამდე მოსავალს მიიღებს, ხოლო მომდევნო წლებში წარმადობა ეტაპობრივად გაიზრდება. პირველ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზება სრულად ქართულ ბაზარზე მოხდება, ხოლო წარმადობის ზრდასთან ერთად, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე განხორციელდება. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბაზისბანკსა და აგრო მეწარმეს შორის პარტნიორული თანამშრომლობა 2013 წლიდან დაიწყო. მეურნეობის გაფართოების მიზნით, თანამშრომლობის პერიოდში, ბაზისბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციის მოცულობამ ჯამში 600,000 ლარამდე შეადგინა.

„ბაზისბანკთან” ჩვენი პარტნიორობა წლების წინ დაიწყო. ბანკის ფინანსური ჩართულობითა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2013 წელს საფერავის ჯიშის ვენახები 4 ჰექტარზე გავაშენეთ. უკვე არსებულ ვენახებში დაფინანსდა ძირითადი საშუალებების შეძენა, განვაახლეთ არსებული ვენახები, შემოიღობა ბაღები და მოეწყო წვეთოვანი სისტემები, შევიძინეთ სოფლის მეურნეობის უახლესი ტექნიკა. ასევე მოვაწყეთ საოჯახო მარანი“, – აღნიშნა ინდ. მეწარმე გიორგი პაპუაშვილმა.

„მუდმივად ვავითარებთ თანაშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და კომპანიებთან, რითიც ხელს ვუწყობთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ მეწარმეს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ მასშტაბებს მიაღწევს. ყოველთვის მზად ვართ ფინანსური დახმარება გავუწიოთ სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა “ბაზისბანკის” კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!