კომპანიამ Bentley ახალი პარფიუმი გამოსცა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გახდა მოლეკულა Dreamwood, სანდალის ეთერზეთის ნატურალური ანალოგი. სუნამოს ფლაკონი თანამედროვე მეგაპოლისის გეომეტრიული სილუეტითაა შთაგონებული და ნატურალური ქვის ნაჭრებითაა გაფორმებული. სუნამო Bentley-ს საფირმო მაღაზიებში 70 გირვანქა სტერლინგი ღირს.
რაც შეეხება სურნელს, აქ მდიდარი პალიტრაა წარმოდგენილი მერქნის სურნელებიდან დაწყებული თანამედროვე ტრენდებით დასრულებული. სურნელზე პასუხისმგებელი პარფიუმერი ფაბრის პელეგრინი იყო, რომელმაც ნატურალური ინგრედიენტი Dreamwood გამოიყენა, რომელიც ბიოტექნოლოგიურადაა მიღებული. სუნამოს პირამიდაში გამხსნელია იების ფოთლების სუნი და მანდარინი, შემდეგ ლავანა, ვარდისფერი გერანიუმი და ორისი. Bentley-ს აზრით, სწორედ ეს სურნელი უნდა ჰქონდეთ ახალი ტენდენციების მკვლევარებს.