საინტერესო სიახლეებიRSS კატეგორიაუცხოური ბიზნეს სიახლეებიფინანსები

ბინის დაქირავება თუ ყიდვა – მსოფლიოს რომელ ქვეყანაში რას ანიჭებენ უპირატესობას

0
გაზიარება

პლატფორმა Statista 2020-2021 წლების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა არჩევანს აკეთებს ბინის ყიდვასა და დაქირავებას შორის.

Statista Global Consumer Survey-ის მონაცემების მიხედვით, ადამიანების პოზიცია ბინის ყიდვასა და დაქირავებას შორის დამოკიდებულია სხვადასხვა ქვეყანაში ბინის ფასსა და პირობებზე.

Bpn-ის მიხედვით, ბინის ყიდვასთან შედარებით დაქირავებას უმეტესად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ამჯობინებენ. მაგალითისათვის, შვეიცარიის მოსახლეობის 68% ბინის დაქირავებას ანიჭებს უმეტესობას, გერმანიაში კი 64%. ამ ქვეყნებში ადგილობრივების 2/3 სწორედ დაქირავებულ სახლებში ცხოვრობს.

ისეთ ქვეყნებს შორის კი, სადაც ბინის ყიდვას ანიჭებენ უპირატესობას რუსეთი და ჩინეთი მოხვდნენ.

Statista Global Consumer Survey-მა კვლევა 10 ქვეყანაში ჩაატარა, მათ საერთო ჯამში 15 000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს. მონაცემების მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში ბინის ქირაობასა და ყიდვას შორის დამოკიდებულება ასე გამოიყურება:

  • 1. შვეიცარია – 68% დაქირავება; 31% – ბინის ყიდვა
  • 2. გერმანია – 64% დაქირავება; 35% – ბინის ყიდვა
  • 3. საფრანგეთი – 47% დაქირავება; 50% -ბინის ყიდვა
  • 4. დიდი ბრიტანეთი – 44% დაქირავება; 56% – ბინის ყიდვა
  • 5. კანადა – 42% დაქირავება; 54% – ბინის ყიდვა
  • 6. იაპონია – 39% დაქირავება; 61% – ბინის ყიდვა
  • 7. აშშ – 37% დაქირავება; 58% – ბინის ყიდვა
  • 8. იტალია – 24% დაქირავება; 71% – ბინის ყიდვა
  • 9. ჩინეთი – 14% დაქირავება; 83% – ბინის ყიდვა
  • 10. რუსეთი – 11% დაქირავება; 87% – ბინის ყიდვა

მსგავსი სიახლეები

2024 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში

FORBES-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ანტონიო ვიეტრის მიერ შექმნილი Moonstar Shoes, რომლის ღირებულებაც 19.9 მლნ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია, რომელიც პირველად 2019 წელს დუბაიში…

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

15 აგვისტოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!