სოციალური ქსელებიRSS კატეგორიამედია საშუალებებიფინანსები

ბირჟებზე სოციალური ქსელების აქციები მკვეთრად დაეცა

0
გაზიარება

ასული 24 საათი ზოგადი საფონდო ინდექსებისთვის არაერთგვაროვანი შედეგებით დასრულდა: Dow Jones უმნიშვნელოდ, 0.15%-ით გაიზარდა; S&P 500-ის ღირებულება 0.81%-ით შემცირდა; ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსი 2.35%-ით არის შემცირებული.

ტექნოლოგიური სექტორის ვარდნა სოციალური პლატფორმების იმედგამაცრუებელ შედეგებს უკავშირდება. ერთ დღეში Snapchat-ის აქციების ღირებულება 43%-ით შემცირდა, რაც ნეგატიური სამომავლო მოლოდინებითაა განპირობებული.

სოციალური ქსელის წარმომადგენლობის განმარტებით, მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესებისა და რეცესიის რისკების ზრდის ფონზე, სულ უფრო მეტად მცირდება სარეკლამო სერვისებზე მოთხოვნა, რაც Snapchat-ის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

ინვესტორები მხოლოდ Snapchat-ის აქციების გაყიდვით არ შემოფარგლულან, დაღმასვლის ტრენდი მალევე გავრცელდა სოცქსელებისა და სარეკლამო სექტორში წარმოდგენილ უმსხვილეს კომპანიებზეც: Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანია Meta-ს ღირებულება თითქმის 9%-ით შემცირდა; ხოლო Google-ის მშობელი Alphabet-ის აქციების ფასი, დაახლოებით, 8%-ით დაეცა.

რაც შეეხება ბირჟაზე დაფიქსირებულ აღმასვლის ტენდენციას, შესანიშნავი კვარტალური შედეგების გასაჯაროებს ფონზე, 5.8%-ით გაიზარდა ავტომობილების სათადარიგო ნაწილების სავაჭრო ქსელის, Autozone-ის აქციების ღირებულება; ხოლო O’Reilly Automotive-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.0%-ით არის გაზრდილი.

ტექნოლოგიური სექტორის დაღმასვლის მიუხედავად, 5.6%-ით მოიმატა ვიდეო-კონფერენციების პოპულარული პლატფორმის, Zoom-ის აქციების ფასმა.

ხოლო რაც შეეხება Dow Jones-ის ინდექსს, გასულ 24 საათში გამორჩეული შედეგები ჰქონდათ შემდეგ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს: McDonald’s (+2.7%); Verizon (+2.0%); IBM (+2.0%); Coca-Cola (+1.9%); P&G (+1.8%); JPMorgan (+1.4%); Walmart (+1.3%).

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!