1. ბლოგინგი – ბლოგინგი არის ბიზნესი, რომლის დაწყებაც იაფი ღირს, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი მფლობელის ჭკვიანური ქმედების შედეგად, შეიძლება ძალიან მომგებიანი გახდეს. ამ სფეროში ყველაფრის სწავლა ინტერნეტში არსებული რესურსებით შეგიძლიათ. არსებობს უამრავი ონლაინ გაკვეთილი, როგორ უნდა გააკეთოთ ბლოგი და მიიღოთ მისი საშუალებით შემოსავალი.
2. სახლში მომზადებული საკვების ბიზნესი – სახლში მომზადებული გემრიელი საჭმელი, ეს ის არის, რაც ყველას უყვარს და რაც მომგებიანია. ადამიანები ძირითადად სწრაფი კვების ობიექტებში ე.წ. ფასთ ფუდებით იკვებებიან. ყველამ იცის, რომ ასეთი კვება ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის, თუმცა ხშირ შემთხვევაში სხვა გზა უბრალოდ არ არის, იძულებულები ვართ, ასეთი საჭმელები მივირთვათ. განსაკუთრებით, ეს პრობლემა სტუდენტებს აწუხებთ. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ სახლში მომზადებული საჭმლის სტუდენტებისთვის შეთავაზება განსაკუთრებით მომგებიანია.
3. ძიძა – ეს შეიძლება ცოტა მოძველებული ბიზნეს იდეაა, მაგრამ ძალიან პოპულარული და მომგებიანია. თუ ახალგაზდრა ასაკში ძიძად დაიწყებთ მუშაობას და შეიძენთ გამოცდილებას, ამ სფეროში დიდი წარმატების მიღწევა შეგიძლიათ. მშობლებს უყვართ წასვლა სავახშმოდ გარეთ, ან უბრალოდ რაიმე საქმე აქვთ.ასეთ დროს სჭირდებათ ვინმე, ვისაც ენდობიან, ვისთანაც ბავშვებს დატოვებენ.
დაიწყეთ მცირე სანაცნობო წრით – შესთავაზეთ მეგობრებს, ან მეზობლებს, რომ დაიტოვებთ ბავშვს, როცა ისინი დაკავებულები იქნებიან. შეგიძლიათ,შეთავაზება„ფეისბუქ“ რეკლამის საშუალებითაც გააკეთოთ. რა იცით, სამომავლოდ იქნებ საბავშვო ბაღიც გახსნათ.
4. ხელნაკეთი ნივთების მაღაზია – ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივად დასაწყები და ამავდროულად, მომგებიანი ბიზნესია. ხელნაკეთი ნივთებით ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებიც ინტერესდებიან. რა თქმა უნდა, ბიზნესი განსაკუთრებით მომგებიანია მაშინ, თუ თავად ქმნით კრეატიულ ნივთებს, მაგრამ თუ ვერ ქმნით, არც ეს არის პრობლემა, შეგიძლიათ მოძებნოთ, დაუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან და გააკეთოთ ასეთი მაღაზია.
5. რეპეტიტორი – მასწავლებლობაც ერთგვარი ბიზნესია. რა თქმა უნდა, უნდა შეგეძლოს სწავლება. თუ პროფესიონალი ხართ, მით უფრო მეტ ადამიანს მოუნდება რომ თქვენ იყოთ მისი, ან მისი შვილის რეპეტიტორი. შესაბამისად, შემოსავალიც გაიზრდება. რეპეტიტორობა შეუძლიათ სტუდენტებსაც. დაიწყეთ დაწყებითი კლასების ბავშვების მომზადებით, თანდათან თქვენს უნარებს განავითარებთ.