დღის სიახლეებისიახლეები

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უქმდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგინდება

0
გაზიარება

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ელექტროდენით, ელექტროშოკით ან სხვა აკრძალული იარაღით თევზჭერისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უქმდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგინდება.ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

2022 წელს გამოვლენილი სამართალდარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური ოდენობა 44 400 ლარია.

„ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით, დეპარტამენტში, ბოლო წლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, საკანონმდებლო მიმართულებით – საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილება დეპარტამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით თევზჭერისთვის უქმდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

პარალელურად, დეპარტამენტი, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სისტემატურად ახორციელებს ეკიპაჟების შესაბამისი საშუალებებით – მაღალი გამავლობის ავტომანქანებით, ვიდეორეგისტრატორებით, სამხრე კამერებით, დრონებით, ფოტოხაფანგებითა და მცურავი საშუალებებით აღჭურვას.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის შედეგია ის, რომ დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი ფაქტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 24-საათიანი პატრულირების, ასევე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 525 ფაქტი გამოავლინეს. 2021 წელს კი გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 353 ფაქტი. 2022 წელს გამოვლენილი 525 სამართალდარღვევიდან, 118 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ამავე პერიოდში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) სავარაუდო უკანონო თევზჭერასთან დაკავშირებით, სულ შევიდა 206 შეტყობინება. 2022 წელს სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ჯამური ოდენობა 44 400 ლარია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!