ბრაზილია და არგენტინა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორი ქვეყანა ერთიანი ვალუტის განვითარების საკითხს განიხილავს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ და არგენტინის ლიდერმა, ალბერტო ფერნანდესმა განაცხადეს.
„ვაპირებთ გადავლახოთ ბარიერები ჩვენს ბირჟებზე, გავამარტივოთ და გავაუმჯობესოთ წესები და წავახალისოთ ადგილობრივი ვალუტების გამოყენება. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ დისკუსიები საერთო სამხრეთ ამერიკულ ვალუტაზე“, – ნათქვამია პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.
ერთიანი ვალუტის იდეა თავდაპირველად შარშან, ბრაზილიის ამჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა და სამინისტროს აღმასრულებელმა მდივანმა, ფერნანდო ჰადადიმ და გაბრიელ გალიპოლომ წამოჭრეს. ამ საკითხზე ლუის ინასიო ლულა და სილვამ საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ისაუბრა.